ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

beIN SPORTS-ის ექსპერტი: „ქართული ფეხბურთი აღზევების გზაზეა“

ტოგოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტ მალმმა, რომელიც საფრანგეთში დაიბადა, მთელი კარიერა ფრანგულ კლუბებში გაატარა და კომენტატორად მუშაობს, ქართულ ფეხბურთზე ისაუბრა. beIN SPORTS-ის ექსპერტის თქმით, ნიჭიერი მოთამაშეების პოვნა არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ ევროპაში შეიძლება და გამონაკლისი არც საქართველოა.

„ქართული ფეხბურთის აღზევებას ვხედავთ. ისე გამოვიდა, ვილი სანიოლის ნათქვამი, რომ საქართველოში ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, სიმართლეა. საფრანგეთში ორი ქართველი გვყავს, რომლებიც ერთმანეთისგან ბევრით განსხვავდებიან.

გიორგი მიქაუტაძეს ლიონში უვარჯიშია და ევროპულ ფეხბურთსა და იმ მოთხოვნებს, რომლებიც მაღალ დონეზე სათამაშოდაა საჭირო, კარგად იცნობს. ზურიკო დავითაშვილს რაც შეეხება, ის წლეულს აღმოვაჩინეთ. არ მოგატყუებთ და არ გეტყვით, რომ მის შესახებ ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ზურიკო აღმოვაჩინეთ და მათგან ბევრს ველით. მიქაუტაძისა და დავითაშვილის გარდა, ხვიჩა კვარაცხელიაც გვყავს, რომელიც ნაპოლიში ვითარდება. სერია A-ში მან 5 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაზეც გამოირჩა. ნიჭიერი ფეხბურთელები მხოლოდ საფრანგეთში არ არიან და მათი პოვნა მთელი ევროპის მასშტაბით შეიძლება“.

შეგახსენებთ, რომ ზურიკომ ლიგა 2-ში 3 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მიქაუტაძეს რაც შეეხება, მის ანგარიშზე 4 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-ში საუკეთესოა - ოპტას სტატისტიკა ხვიჩაზე და იტალიური გამოცემის გამოხმაურება
სერია A-ში საუკეთესოა - ოპტას სტატისტიკა ხვიჩაზე და იტალიური გამოცემის გამოხმაურება