მისი მოყვანა მოურინიოს უნდა | რეალი ბერნარდო სილვას უმიზნებს
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება. პორტუგალიელ სპეციალისტს შემადგენლობის გაძლიერება სურს და მისი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბერნარდუ სილვაა.
სილვა თავისუფალი აგენტია და „ბლანკოსს“ მისი დამატება უსასყიდლოდ შეეძლება. ბერნარდუს გადაბირებით „ბარსელონა“ ინტერესდებოდა, თუმცა ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ მთავარ მტერზე უკეთეს პოზიციაშია.
რომანო წერს, რომ „რეალმა“ სილვას ოფიციალური შეთავაზება გაუგზავნა და მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. პროცესში მოურინიოც არის ჩართული და „სამეფო კლუბი“ დარწმუნებულია, რომ „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ აჯობებს.
???????? BREAKING: Real Madrid sent official proposal to Bernardo Silva, advanced talks to try sign the midfielder.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 11, 2026
Deal underway with Mourinho pushing and Real confident to anticipate Barça & Atlético.
He’s a priority for JM, as @jfelixdiaz reports.
????➕ https://t.co/D7gSUofHIl pic.twitter.com/1A3NL5OTWW
შეგახსენებთ, რომ სილვა „მანჩესტერ სიტის“ 2017 წელს, „მონაკოდან“ შეუერთდა. წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 460 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 76 გოლი გაიტანა და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა. სილვა „ქალაქელებს“ ოფიციალურად ივლისში დატოვებს.