ლივერპული, მოჰამედ სალაჰი, დიოგუ ჟოტა
Aa
Aa

რეკორდები გლაზგოში - ჟოტას და სალაჰის ისტორიული მატჩი

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „ლივერპული“ სტუმრად გლაზგოს „რეინჯერსს“ დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით, 1:7 დაამარცხა.

შთამბეჭდავი მატჩის გარდა, იურგენ კლოპის გუნდისთვის გუშინდელი გამარჯვება ისტორიული გამოდგა „ლივერპულის“ რამდენიმე ფეხბურთელისთვის.

კერძოდ, მოჰამედ სალაჰმა „რეინჯერსს“ სამი გოლი გაუტანა. საგულისხმოა, რის მოედანზე 68-წუთზე გამოჩნდა და გოლები 76-ე, მე-80 და 81-ე წუთზებზე გაიტანა. ამით ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა. ამისთვის სალაჰს სულ რაღაც 6 წუთი დასჭირდა.

ასევე, გუშინდელი მატჩი ისტორიული იყო დიოგუ ჟოტასთვისაც. სალაჰის სამივე გოლის ეპიზოდში სწორედ პორტუგალიელი შემტევის გვარი ფიგურირებდა. სამივე შემთხვევაში, მო სალაჰს საგოლე გადაცემა ჟოტამ გაუკეთა და ამით, მან 2012 წელს ფრენკ რიბერის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა, სადაც ფრანგმა თავდამსხმელმა ერთ მატჩში სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. შესაბამისად, ჟოტა 10 წლის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ თამაშში სამი ასისტის შესრულება შეძლო.

რეინჯერსი 1:7 ლივერპული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: “ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის სასტიკია“
ჩავი: “ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის სასტიკია“