„ამას არ ველოდით“
„ამას არ ველოდით“
ბრაზილია მეოთხედფინალშია
ბრაზილია მეოთხედფინალშია
გმირი ხორვატიიდან
გმირი ხორვატიიდან
ნეიმარი ბრუნდება
ნეიმარი ბრუნდება
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
იბრა ბრუნდება
იბრა ბრუნდება
დოლიძის გამარჯვება
დოლიძის გამარჯვება
3 თვეს გამოტოვებს
3 თვეს გამოტოვებს
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
არგენტინა მეოთხედფინალშია
არგენტინა მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ყველაფერი გაირკვა
ყველაფერი გაირკვა
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
რა მოხდა რეალურად
რა მოხდა რეალურად
გულის შეტევა დამემართებოდა
გულის შეტევა დამემართებოდა
5 წუთში წავაგეთ
5 წუთში წავაგეთ
ფლიკის კომენტარი
ფლიკის კომენტარი
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
ბოდიში მესის
ბოდიში მესის
„ოქროს მედლისთვის მებრძოლი ვეფხვები“ - IJF-ი ქართველ ძიუდოისტებზე წერს
Aa Aa
30 სექტემბერი 2022  |  17:33

„ოქროს მედლისთვის მებრძოლი ვეფხვები“ - IJF-ი ქართველ ძიუდოისტებზე წერს

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დღეები რჩება და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მორიგი სტატია შემოგვთავაზა, რომელიც -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში არსებულ ვითარებას მიუძღვნა. ავტორის ყურადღების ცენტრში ქართველი ფალავნებიც მოექცნენ, თუმცა სხვა წონითი კატეგორიებისგან განსხვავებით, IJF-ს მათზე ვრცლად არ უსაუბრია.

„-100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბევრი მაღალი დონის ძიუდოისტია და გასაოცარი ტალანტია თავმოყრილი. იფიქრეთ, გალიაზე, რომელშიც ერთი ვეფხვი იმყოფება და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ამ გალიაში ერთდროულად 20 ვეფხვია, მათი სამიზნე კი მხოლოდ ერთია. ამ წონით კატეგორიაში მტკიცე და აგრესიული ბიჭები არიან, რომელთა საყვარელი კერძი, ოქროს მედალი მათ წინაა და მის დასაკუთრებას ყველა მათგანი ცდილობს.

ზოგადად რომ ვისაუბროთ, ფავორიტთა უმრავლესობა მაღალი ძიუდოსტები არიან. მიხაელ კორელი, ვარლამ ლიპარტელიანი და პეტერ პალტჩიკი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და შესაძლოა, ძმებიც იყვნენ, მაგრამ მათ სტილი და მენტალური სიძლიერე განასხვავებთ. ისინი გამორჩეული ძიუდოისტები არიან, რომლებიც წლებია დომინირებენ. ბოლო პერიოდში, ამ წონით კატეგორიაში ახალი სისხლი გამოჩნდა. ისეთი, როგორიც შეიდი ელნაჰასი და ილია სულამანიძე არიან. მათ გარდა, ტატამიზე შვეიცარიელი დანიელ აიხიც გავა. ძალიან მაღალი და ძალიან ძლიერი ძიუდოისტი და ასევე, ნიკოლოზ შერაზადიშვილსაც ვიხილავთ. ესპანელი -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონია. იგი არის ვეფხვი, რომელიც არც ძალიან მაღალია, არც ძალიან ძლიერი და არც სხვებზე ბევრად ნიჭიერი. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ჩანს. მან ყველაფერი ნულიდან დაიწყო და ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის, თუმცა კარგი შედეგები აქვს“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 85 ქვეყნის 564 წარმომადგენელი გამოვა. საქართველო 11 სპორტსმენით წარდგება და ტატამიზე 9 ვაჟსა და 2 გოგონას ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„რისკის ზღვარზე, მაგრამ ეფექტურად თამაშობს“ - რანიერი ხვიჩაზე
„რისკის ზღვარზე, მაგრამ ეფექტურად თამაშობს“ - რანიერი ხვიჩაზე