უეფამ რუსებს ყირიმის კლუბების მათ ჩემპიონატში გამოსვლა აუკრძალა
Aa
Aa

უეფამ რუსებს ყირიმის კლუბების მათ ჩემპიონატში გამოსვლა აუკრძალა

ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიებიდან 3 საფეხბურთო კლუბის რუსეთის საფეხბურთო კავშირში ინტეგრაცია იგეგმებოდა, რაც როგორც დღეს გაირკვა ვერ მოხდება.

რუსეთის საფეხბურთო კავშირის (რფს) გადაწყვეტილებას ყირიმის კლუბების რუსულ ტურნირებში მონაწილეობის შესახებ უეფა გამოეხმაურა.

„გთხოვთ, წაიკითხოთ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 2014 წლის დეკემბერში მიღებული შემდეგი გადაწყვეტილება: ყირიმში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, უეფას საგანგებო კომიტეტის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა აეკრძალოთ ყირიმულ კლუბებს მონაწილეობა მიიღონ რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში. 2015 წლის 1 იანვრიდან და რომ ეს რეგიონი განიხილებოდეს „განსაკუთრებულ ზონად" საფეხბურთო მიზნებისთვის შემდგომ გაფრთხილებამდე",

- ნათქვამია უეფას პრესსამსახურის განცხადებაში.

აგვისტოში, რფს-ის პრეზიდიუმის სხდომაზე, განიხილეს ყირიმის საფეხბურთო კავშირის წერილი ნახევარკუნძულის კლუბების რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეგიდით გამართულ ტურნირებში შეყვანის შესახებ.

მისი შედეგების საფუძველზე გადაწყდა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც გააანალიზებს ყირიმის პროფესიული კლუბების მზადყოფნას ინტეგრაციისთვის.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ასეთი ჯგუფი უკვე შეიქმნა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყირიმის კლუბები შეიძლება მოხვედრილიყვნენ FNL-ში, თუ სალიცენზიო პირობები დაკმაყოფილდებოდა, თუმცა უეფამ მათ ამის გაკეთება აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ რუსულ კლუბებსა და ნაკრებებს ევროტურნირებზე მონაწილეობის მიღება ამ დრომდე აკრძალული აქვთ. ეს ყველაფერი 24 თებერვალს, რუსული ჯარების უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ მოხდა. საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება, რუსი სპორტსმენები კი თითქმის ყველა სპორტული შეჯიბრებიდან მოხსნილები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსეთის ნაკრებისა და ევერტონის ყოფილ მოთამაშეს უკრაინაში საომრად უხმეს
რუსეთის ნაკრებისა და ევერტონის ყოფილ მოთამაშეს უკრაინაში საომრად უხმეს