მუდრიკი შესაძლოა ბეშიქთაშში გადავიდეს
ლონდონის „ჩელსის“ უკრაინელმა ვინგერმა, მიხაილო მუდრიკმა, შესაძლოა კლუბი უკვე ამ ზამთარს დატოვოს.
როგორც უკრაინული მედია წერს, წყაროს ინფორმაციით, თურქული გრანდის, „ბეშიქთაშის“ ხელმძღვანელობა ყურადღებით აკვირდება უკრაინელ ვარსკვლავს და მზად არის, აქტიურ მოქმედებებზე უკვე იანვარში გადავიდეს და ვინგერის სრულფასოვანი ტრანსფერი განახორციელოს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მუდრიკი დოპინგ-სკანდალის შემდეგ ფეხბურთს უკვე იანვარში დაუბრუნდება და „ჩელსი“ მისი გადასვლის თაობაზე, ფრანგულ „სტრასბურგთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს.
შეგახსენებთ, რომ მიხაილომ „არისტოკრატების“ შემადგენლობაში ბოლოს, გასული წლის 28 ნოემბერს ითამაშა, დეკემბრის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ მისმა დოპინგ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
გეტყვით ასევე, რომ მუდრიკი „ჩელსის“ 2023 წლის იანვარში შეუერთდა. მას შემდეგ მან 73 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა.