მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

მუდრიკი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს | უკრაინული მედია

ლონდონის „ჩელსისა“ და უკრაინის ნაკრების ვინგერი, მიხაილო მუდრიკი, მოედანს 2026 წლის 17 იანვრამდე დაუბრუნდება. ამის შესახებ უკრანული მედია პორტალ The Chelsea Forum-ზე დაყრდნობით იუწყება.

24 წლის ფეხბურთელი აკრძალული ნივთიერებების მოხმარების ბრალდებით იყო მოკვეთილი და ერთ წელზე მეტია, მოედანზე არ გასულა.

წყაროს ინფორმაციით, ვინგერის დისკვალიფიკაციის ვადა მომავალი წლის დასაწყისში ამოიწურება, რის გამოც „ჩელსი“ ეძებს გუნდს, სადაც უკრაინელი კარიერის გაგრძელებას შეძლებს.

ამ ეტაპზე ლონდონური კლუბის დირექტორთა საბჭო, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მუდრიკის გადასვლის თაობაზე, ფრანგულ „სტრასბურგთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს. მოსალოდნელია, რომ უკრაინელი ნახევარ წელიწადს ლიგა 1-ში ითამაშებს ოპტიმალური ფორმის მოსაპოვებლად, რის შემდეგაც ინგლისურ გუნდს დაუბრუნდება.

2023 წელს, „ჩელსის“ მფლობელმა ფრანგული კლუბის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, და მას შემდეგ არაერთი მოთამაშე გადავიდა ლონდონიდან საფრანგეთის ჩემპიონატში. ამ მიზეზით, მუდრიკის იჯარით გადასვლასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება.

შეგახსენებთ, რომ მიაიხომ „არისტოკრატების“ შემადგენლობაში ბოლოს, გასული წლის 28 ნოემბერს ითამაშა, დეკემბრის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ მისმა დოპინგ ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

გეტყვით ასევე, რომ მუდრიკი „ჩელსის“ 2023 წლის იანვარში შეუერთდა. მას შემდეგ მან 73 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილიარეალმა დიდ ბრძოლაში მოიგო - მიქაუტაძემ 68-ე წუთიდან ითამაშა
ვილიარეალმა დიდ ბრძოლაში მოიგო - მიქაუტაძემ 68-ე წუთიდან ითამაშა