ლუის ენრიკე
Aa
Aa

დაცვასა და შეტევაში თამაშით კმაყოფილი ვარ | ენრიკე პსჟ-ს სტილზე მიმდინარე სეზონში

ლიგა 1-ის მე-16 ტურში „მეცი'' პსჟ-ს მიიღებს. მატჩისწინა დღეს პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

ენრიკე პსჟ-ს სათამაშო სტილზე მიმდინარე სეზონში:  „რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ. ჩვენ უკვე გავაუმჯობესეთ გარკვეული ასპექტები, თუმცა გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრია. ყოველი მატჩი განსხვავებულ გამოწვევებს გვთავაზობს. იმით, რასაც მოედანზე ვხედავ, კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით — დაცვითი და შეტევითი კუთხით.“

ენრიკე დემბელეზე: „ეს დასანანია როგორც მისთვის, ისე გუნდისთვის. პირველი ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ ვერ ვნახეთ უსმანი თავის ჩვეულ ფორმაში. ჩვენ ვცდილობთ ამ პროცესის მართვას და ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ეს საუკეთესო გზით გავაკეთო. ბოლო დღეებში ის ავად იყო, ვარჯიში ინდივიდუალურად განაახლა და ახლა აღდგენითი ეტაპი უნდა დაიწყოს. ფრთხილად უნდა ვიყოთ.“

ენრიკე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე: „ჩემს ნათქვამში არაფერს ვცვლი. როგორც ყოველთვის, ღია ვარ სიახლეებისთვის. ძალიან კარგი სპორტული დირექტორი გვყავს, რომელიც ყველა შესაძლებლობას აანალიზებს. ჩემი სურვილი უცვლელია. გვაქვს ტრავმები და ვენდობით ჩვენს ახალგაზრდა მოთამაშეებს, თუმცა ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩვენთვის ფეხბურთელის გაფორმება არც ისე მარტივია. თუ იცნობთ რომელიმე ძალიან საინტერესო და შედარებით იაფ ფეხბურთელს, მზად ვარ მოგისმინოთ. ჩვენ ყველაფერს ვაანალიზებთ და ვიცით, საით გვსურს სვლა. რა თქმა უნდა, დავაკვირდებით ბაზარს, ეს ნორმალური პროცესია, თუმცა დარწმუნებულები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ და სიახლეებისთვისაც მზად ვართ.“

„მეცი'' - პსჟ-ს მატჩი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით დიდ ინტერესს ატარებს, პსჟ-ს ერთ-ერთი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა, ხოლო „მეცში'' გიორგი აბუაშვილი და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ. შეხვედრა ხვალ, 13 დეკემბერს, 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია
კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია