საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

საბერძნეთმა ჩრდ.ირლანდიას მოუგო - საქართველო ყაზახეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის ბოლო ტურში საბერძნეთმა ჩრდ.ირლანდიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ეს მატჩი ქართველი გულშემატკივრებისთვის დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან დაფიქსირებული შედეგით „ჯვაროსნების“ მეტოქე გაირკვა.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა ნაკრებმა C ლიგაში ყველაზე მეტი 16 ქულა დააგროვა და 4 პირველ ადგილოსანს შორის პირველი ადგილი დაიკავა. საბერძნეთმა ამ გამარჯვებით 15 ქულას მოუყარა თავი და მეორე პოზიციას დასჯერდა.

მესამე ადგილზე 13 ქულით თურქეთია. ამავე რაოდენობის ქულები დაუგროვდა ყაზახეთსაც, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო მეოთხე ადგილს დასჯერდა. მაშ ასე, ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველო საკუთარ კედლებში საბერძნეთს უმასპინძლებს, ხოლო თურქეთი საბერძნეთს ესტუმრება. თუ სად ჩატარდება ფინალური მატჩი ამას კენჭისყრა გაარკვევს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 6 მატჩიდან 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. „ჯვაროსნებმა“ მხოლოდ ბულგარეთს საკუთარ კედლებში ვერ აჯობეს(0:0). ნახევარფინალური შეხვედრები 2024 წლის მარტში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი საკამათო პენალტით - საქართველოს U21 ნაკრები თურქეთთან დამარცხდა
გოლი საკამათო პენალტით - საქართველოს U21 ნაკრები თურქეთთან დამარცხდა