U19 - საქართველო მონტენეგროსთან დამარცხდა
ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველო მონტენეგროს ესტუმრა და სამწუხაროდ 1:3 დამარცხდა. ლაშა ფირცხალაშვილის გუნდმა ჯგუფში ზედიზედ მესამე წაგება იწვნია.
შეიძლება ითქვას, რომ მონტენეგრო მხოლოდ მცირე უპირატესობით ჯობდა საქართველოს. მასპინძლებმა კარში ზუსტად 7-ჯერ დაარტყეს, ხოლო ქართველებმა 5-ჯერ.
ანგარიში 43-ე წუთზე პავიჩევიჩმა გახსნა და პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა. მეორე ტაიმი საქართველომ აქტიურად დაიწყო და 54-ე წუთზე ცხოვრებაშვილმა წონასწორობა აღადგინა.
სამწუხაროდ, მონტენეგრომ ზეწოლა გააძლიერა და 4-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანა. თავი დუკანოვიჩმა 73-ე და 74-ე წუთებზე გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის შემდეგ, ფირცხალაშვილის გუნდმა სატურნირო ცხრილი 0 ქულით დაასრულა..