ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ნაკრები, ნიკა კვეკვესკირი
Aa
Aa

რა განსხვავებაა ნაპოლიმდე და ნაპოლის შემდეგ? - კვეკვესკირის პასუხი კვარაზე

საქართველოს ნაკრები ვიცე-კაპიტანმა, ნიკა კვეკვესკირმა გიბრალტართან მატჩის დასრულების შემდეგ, „კრისტალსპორტის“ ჟურნალისტთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

კრისტალსპორტის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა განსხვავებაა „ნაპოლამდე“ და „ნაპოლის“ შემდეგ კვარაზე, კვეკვესკირმა ასეთი პასუხი გასცა:

„განსხვავება? აბსოლუტურად არაფერი და ძალიან გამიხარდა, რომ არანაირი სხვაობა არ იყო. ზუსტად იგივე კვარაა... მორიდებული... უფროსების მიმართ ძალიან მორიდებული... რაღაც ვიდეოც იყო სოციალურ ქსელში, თუ როგორ მიჰქონდა გუნდის ჩანთები, როგორ ეხმარებოდა პერსონალს. ასეც უნდა იყოს წესით. სამწუხაროდ, ზოგიერთს „გაურბის“ ხოლმე, როდესაც ასეთ დონეზე ადის, მაგრამ კვარა კვარაა.

როცა ნაპოლის შემდეგ პირველად ჩამოვიდა, მაინტერესებდა ვარჯიშების სპეციფიკა როგორი იყო, როგორც უძლებდა და ა.შ. პირველ რიგში, კვარას ვკითხე როგორ იყო ფსიქოლოგიურად, ძალიან კარგად არის, ვერ ხედავთ? (სიცილით)“

ცნობისთვის, ერთა ლიგის 2022 წლის 6 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ კი ყველა ტურნირზე გამართულ 9 მატჩში 4 გოლით და 3 ასისტით შეძლო თავის გამოჩენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
L`EQUIPE: “ქართველებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს“
L`EQUIPE: “ქართველებმა ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს“