ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
„ვერ ვიტყვი, რომ ცუდი თამაში ჩავატარეთ, მთავარი გამარჯვებაა“ - რა ითქვა მატჩის შემდეგ
Aa Aa
27 სექტემბერი 2022  |  09:54

„ვერ ვიტყვი, რომ ცუდი თამაში ჩავატარეთ, მთავარი გამარჯვებაა“ - რა ითქვა მატჩის შემდეგ

გუშინ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი სტუმრად გიბრალტართან გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა „კრისტალსპორტთან“ განვლილი შეხვედრა და ჯგუფური ეტაპი შეაფასეს.

გიორგი წიტაიშვილი:

არასდროს მქონია გოლის გატანის მიზანი, მაგაზე არასდროს ვფიქრობ. მთავარი გუნდის გამარჯვებაა და დღეს ისე გამოვიდა, რომ მე გავიტანე. რა თქმა უნდა ეს ოცნებაც იყო.

ბუნებრივია, საუკეთესო თამაში არ ყოფილა, მაგრამ ამას თავისი მიზეზებიც აქვს. გზაში 11 საათი ვიყავით, შემდეგ ხელოვნურ სტადიონზე ვითამაშეთ, მაგრამ ეს ახალი არაა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ და 4 პირველ ადგილოსანს შორის ჯგუფი საუკეთესო შედეგით დავასრულეთ, მიზანიც ეს იყო.

დავით ხოჭოლავა:

ვერ დაგეთანხმებით, რომ თამაშის ხარისხი ცუდი იყო, უბრალოდ, ხელოვნურ საფარზე თამაში ისეთ გუნდთან, რომელიც თავის 25 მეტრზე არის ჩაკეტილი 11 კაცით, ყოველთვის რთულია. რაღაც მომენტში, ბოლო 10 წუთში ყურადღება დავკარგეთ, იმიტომ რომ მთელი თამაშის განმავლობაში ბურთის გორაობა და ზონების ძიება რთულია. თუ ძალიან ყურადღებით არ იქნები, რამდენიმე კონტრშეტევა გაგეპარება. ზუსტად ეს დაგვემართა მეორე ტაიმის რამდენიმე წუთიან მონაკვეთში. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ცუდი თამაში ჩავატარეთ და რაც მთავარია მოვიგეთ. ერთადერთი სამწუხარო ისაა, რომ გოლი გავუშვით.

ვთვლი, რომ ქვეყანაში ფეხბურთელების დამოკიდებულება იცვლება, იმიტომ რომ თუნდაც დღეს, როდესაც ვუყურებთ ჩვენი ჩემპიონატიდან ჩამოსულ ფეხბურთელებს, იგივე მამუჩაშვილს და სხვებს, ფიზიკურად იმდენად მომზადებულები არიან და კვებას ისეთ ყურადღებას აქცევენ, რომ ჩემ დროს, როცა საქართველოს ჩემპიონატში ვიყავი, მსგავსი რამ არ ხდებოდა. ვთვლი, რომ ეტაპობრივად ვიზრდებით და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

გურამ კაშია:

14 წელი მოვუნდი, რომ 100 თამაში შემესრულებინა. ამით ძალიან ვამაყობ. ეს გუნდი და ეს ადგილი ჩემთვის ფეხბურთში არის ყველაზე საყვარელი. მიხარია, რომ აქ ვარ და იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს დავრჩები. მესმის, რომ ასაკში ვარ, მაგრამ თუ ნაკრებს დავჭირდები, ყოველთვის ნაკრებთან ერთად ვიქნები.

ძალიან მსიამოვნებს ამ გუნდში ყოფნა და ამ ბიჭებთან ერთად თამაში. წინა ჯგუფიც კარგი იყო და ისიც კარგად მახსოვს, მაგრამ ასე დამაჯერებლად და ასეთი კარგი სათამაშო ხარისხით, რაც ამ ჯგუფში ვანახეთ ნამდვილად არ ყოფილა. ძალიან მსიამოვნებს და მიხარია, რომ ქართველი გულშემატკივარი უბრუნდება ფეხბურთს.

ახალი თაობის ფეხბურთელები უფრო თამამები და გახსნილები არიან, უფრო გამოსდით თამაში, რადგან ბევრს არ განიცდიან და ნერვიულობენ, როგორც ჩვენ ადრე, ეს ძალიან სასიხარულოა. თაობებში ძალიან დიდი სხვაობაა მენტალურ ხასიათში, როგორ მიუდგები თამაშს, რამდენად თავისუფლად ითამაშებ და ა.შ. გამოსდით ამ ბიჭებს თამაში, მოედანზე ძალიან თავისუფლად არიან, თავის თავზე იღებენ თამაშს ასეთ პატარა ასაკში, ეს ძალიან მაგარია.

ხვიჩა კვარაცხელია:

სანაკრებო თამაშები ძალიან დადებითად დავამთავრეთ, გავიმარჯვეთ და გუნდშიც გახარებული ვბრუნდები. ვფიქრობ, რომ წინ უნდა წავიწიო და უახლოეს თამაშებზე უნდა გადავერთო.

სანიოლის გუნდმა 6 ტურის შემდეგ 5 მოგებით და 1 ფრით სატურნირო ცხრილში 16 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, რაც ოთხივე ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელია. ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის დასრულების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდმა პლეი-ოფის ნახევარფინალის საქართველოში თამაში გაინაღდა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა
SofaScore - რა შეფასება მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა