ბარსელონა, რონალდ არაუხო
Aa
Aa

არაუხო ოპერაციას გაიკეთებს - ცნობილია, რა პერიოდი გაუცდება ფეხბურთელს

კატალონიის „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის მცველს, რონალდ არაუხო ოპერაციას გაიკეთებს. „ბლაუგრანას“ გვერდის ცნობით, ურუგვაელ ფეხბურთელს ოპერაციას 28 სექტემბერს ჩაუტარებენ.

ჯერჯერობით, „ბარსელონას“ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ზუსტი ციფრი, თუ რა პერიოდი გაუცდება 23 წლის მცველს, თუმცა წინასწარი ცნობებით, არაუხო მოედანზე გასვლას 3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი ყატარში გასამართს მსოფლიო ჩემპიონატს უდიდესი ალბათობით გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდ არაუხომ ტრავმა რამდენიმე დღის წინ, ურუგვაისა და ირანის ამხანაგურ მატჩში მიიღო. გამოკვლევების შედეგად 23 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca: ოთხთვიანი კრიზისიდან გაუვალ „კედლამდე“ - მამარდაშვილის განვლილი გზა
Marca: ოთხთვიანი კრიზისიდან გაუვალ „კედლამდე“ - მამარდაშვილის განვლილი გზა