მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
დანია ფიფას ტოვებს?
დანია ფიფას ტოვებს?
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია
გუარდიოლა სიტიში დარჩა
გუარდიოლა სიტიში დარჩა
ანრის რეკორდი გაიმეორა
ანრის რეკორდი გაიმეორა
რონალდუ წავიდა
რონალდუ წავიდა
მესის მატჩისშემდგომი კომენტარი
მესის მატჩისშემდგომი კომენტარი
დიდი სენსაცია!
დიდი სენსაცია!
ახალი რეკორდი
ახალი რეკორდი
მესი მზად არის
მესი მზად არის
One Love სამკლავური მუნდიალზე არ იქნება
One Love სამკლავური მუნდიალზე არ იქნება
„გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ“ - რას ამბობენ მაკედონიელები
Aa Aa
24 სექტემბერი 2022  |  18:52

„გამარჯვება ჩვენ დავიმსახურეთ“ - რას ამბობენ მაკედონიელები

გუშინ, ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის მე-5 მატჩში საქართველოს ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

ანგარიში 35-ე წუთზე ვილი სანიოლის გუნდმა ავტოგოლით გახსნა, წუთზე კი ბუდუ ზივზივაძემ ბრწყინვალე მოქმედებით ხვიჩა კვარაცხელიას გაატანინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განვლილი მატჩი რამდენიმე მაკედონიელმა ფეხბურთელმა შეაფასა.

მილან რისტოვსკი:

ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენი შეცდომების გამო ისევ წავაგეთ, ისევე როგორც სკოპიეში გამართულ შეხვედრა. რამდენიმე შეცდომა დღესაც განმეორდა, იყო კონცენტრაციის ნაკლებობა. ვფიქრობ, ამ მატჩიდან უფრო მეტს ვიმსახურებდით, რადგან ხარისხიანი თამაში ვაჩვენეთ. ახლა, სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ კარგად დავისვენოთ, ეს შეცდომები გავაანალიზოთ და სკოპიეში ბულგარეთთან გამოვასწოროთ.

ფეხბურთში ფავორიტი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად მძიმეა ამის გადატანა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამასაც გადავლახავთ და ბულგარეთს დავამარცხებთ.

ჯოკო ზაიკოვი:

პირველ რიგში, მინდა ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება მივულოცო, თუმცა ჩემი აზრით ეს დაუმსახურებელი იყო. მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით, მაგრამ შანსი მეტოქემ გამოიყენა. ეს ფეხბურთია და შეცდომებიც ამ თამაშის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროა, რომ ჩვენი შანსები ვერ გამოვიყენეთ.

ახლა, ბულგარეთის წინააღმდეგ თავები მაღლა უნდა ავწიოთ. არ მჯერა, რომ იმ მატჩში ფსიქოლოგიური პრობლემები გვექნება. ჩვენი მიზანი როგორც ყოველთვის 3 ქულა იქნება. ეს შეხვედრა განსაკუთრებული იქნება, რადგან ჩვენი პატივისა და სიამაყისთვის ვითამაშებთ, ვეცდებით, რომ ჩვენი გულშემატკივარი კიდევ ერთი გამარჯვებით გავახაროთ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდ. მაკედონიასთან გამარჯვებით, საქართველომ ერთა ლიგის 2022 წლის C დივიზიონის მე-4 ჯგუფის ჩემპიონობა გაინაღდა და მომავალი სეზონიდან B დივიზიონში აღზევდება.

ვილი სანიოლის გუნდი ტურნირის დასკვნით შეხვედრას 26 სექტემბერს, სტუმრად გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ჩრდ. მაკედონიის ნაკრები კი საკუთარ მოედანზე ბულგარეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა“ - Superdeporte მამარდას ასპარეზობას გამოეხმაურა
„ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა“ - Superdeporte მამარდას ასპარეზობას გამოეხმაურა