კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: ნაკრებში მეტი თავისუფლება მაქვს, ვიდრე პსჟ-ში

ერთა ლიგაზე საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრიას 2:0 მოუგო. დეშამის გუნდმა მბაპესა და ჟირუს გოლებით მოიგო.

კილიანმა მატჩის შემდეგ, პრესასთან საუბრისას ეროვნულ გუნდში მისთვის მისაღებ და კომფორტულ გარემოზე ისაუბრა და პსჟ-ში არსებულ ვითარებას შეადარა.

მბაპე თვლის, რომ საფრანგეთის ნაკრებში გაცილებით უკეთესი ვითარებაა.

„ნაკრებში სხვანაირად ვთამაშობ, აქ ჩემგან სხვა რაღაცებს ითხოვენ. აქ გაცილებით მეტი თავისუფლება მაქვს, ვიდრე კლუბში.

დიდიე დეშამმა იცის, რომ ჩვენ გვყავს ოლივიე ჟირუს მსგავსი ცხრა ნომერი - ის მცველებს ზურგს უკან თამაშობს. და მე შემიძლია გადაადგილება სხვადასხვა მიმართულებით, ვეძებ თავისუფალ სივრცეს, ვითხოვ ბურთს.

პსჟ-ში სხვაგვარადაა, მე მთხოვენ გალტიეს წამყვანი წერტილი ვიყო, ეს სხვა რამ არის. ავსტრიასთან თამაშით კმაყოფილი ვარ“.

- საფრანგეთის ნაკრებში თამაში უფრო გსიამოვნებს, ვიდრე პსჟ-ში თამაში?

„არა, მე ყველგან მსიამოვნებს",

- თქვა მბაპემ ღიმილით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,ჩემი დავალებაა მყავდეს გუნდი, რომელიც მატჩს მოიგებს“
სანიოლი: ,,ჩემი დავალებაა მყავდეს გუნდი, რომელიც მატჩს მოიგებს“