ჰარი კეინი, ჯეიმი კარაგერი
Aa
Aa

„ჩემპიონობის შანსები მიზერულია. რომ არა კეინი...“ - კარაგერი ინგლისის ნაკრებზე

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ჰარი კეინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის გამარჯვების არ სჯერა.

რას ამბობს კარაგერი:

„მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლამდე, მთავარი საფეხბურთო ტიტულების მოგების გზაზე ჰარი კეინისთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას ის გუნდი წარმოადგენდა, რომელშიც თამაშობდა.

ყველა ის წელი, როდესაც მას საყვედურობდნენ, რომ არაფერი მოუგია, მის ოსტატობასთან არანაირ კავშირში არ იყო.

ახლა კეინი, ალბათ, ფიქრობს, რომ ინგლისის ნაკრებში თამაში იგივეა, რაც „ტოტენჰემში“ თამაში, როდესაც მან იცოდა, რომ რამდენიც არ უნდა გაეტანა და რაოდენ ახლოსაც არ უნდა ყოფილიყო ინდივიდუალური თამაშისთვის 10-დან 10 ქულის მიღებასთან, გამარჯვებულის თასს მაინც ვერ მიიღებდა. გუნდის დანარჩენი მოთამაშეები იდეალურისგან შორს იყვნენ.

განსხვავება ისაა, რომ მას შეეძლო „ტოტენჰემიდან“ „ბაიერნში“ წასვლა და ისეთ კლუბთან შეერთება, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება მის შესაძლებლობებსა და ამბიციებს.

1/8-ფინალში გასვლის შემდეგ რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების ჩვენი შანსები მიზერულია.

ასეთ ფორმაში მყოფი კეინით ჯერ კიდევ გვაქვს სუსტი იმედი. მის გარეშე უკვე სახლში ვიქნებოდით გაფრენილები“.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში ინგლისის ნაკრებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2:1 დაამარცხა. „სამი ლომის“ მხრიდან ორივე გოლი ჰარი კეინმა გაიტანა.

ინგლისელები 1/8 ფინალში „აცტეკაზე“ მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 6 ივლისს, საქართველოს დროით 04:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამასთან შეგუება ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ...“ - ტუხელმა მექსიკასთან მატჩზე ისაუბრა
„ამასთან შეგუება ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ...“ - ტუხელმა მექსიკასთან მატჩზე ისაუბრა