ხვიჩა კვარაცხელია, ენრიკო ფედელე
Aa
Aa

„ნაპოლიმ ხვიჩას რესურსი სრულად გამოიყენა“ - ფედელე მილანთან მატჩზე

ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ „მილანი“ - „ნაპოლის'' შეხვედრაზე Tele A-სთან ისაუბრა. მისი თქმით, მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობები სრულად გამოიყენა. ასევე, „პარმას'' ყოფილი სპორტული დირექტორის თქმით, ხვიჩა „ნაპოლის“ ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა.

„პირველ ტაიმში „ნაპოლის“ თამაში არ მომეწონა. ლუჩიანო სპალეტის გუნდი ალექს მერეტმა იხსნა. მეორე ტაიმში რაღაცები შეიცვალა, „მილანის“ მხრიდან წნეხი შემცირდა. „ნაპოლიმ“ გუნდის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობები სრულად გამოიყენა. თანაბარი შეხვედრა იყო, „ნაპოლის“ გამარჯვება არ დაუმსახურებია“.

შეგახენებთ, „მილანი'' შინ „ნაპოლისთან“ 1:2 დამარცხდა. ანგარიში 55-ე წუთზე მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, თერთმეტმეტრიანი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიმუშავა. 69-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე ჯოვანი სიმეონეს გოლით „ნაპოლიმ“ 3 ქულა მოიპოვა.

შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 პენალტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი მინ-ჯეა და არა კვარაცხელია“ - სალვატორე ბანი ხვიჩაზე
„ნაპოლის მთავარი სიურპრიზი მინ-ჯეა და არა კვარაცხელია“ - სალვატორე ბანი ხვიჩაზე