ბარსელონა, პსჟ, ლიონელ მესი, ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა მესის ესაუბრა - შესაძლოა, არგენტინელი ბარსაში დაბრუნდეს

არგენტინელის ჟურნალისტის, სერხიო გონსალესის ცნობით, ლიონელ მესი „ბარსელონაში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს. მიმდინარე კვირაში არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ესაუბრა.

ლაპორტამ მესის ბოდიში მოუხადა 2021 წლის ზაფხულში შექმნილი ვითარების გამო, როცა მესი იძულებული გახდა კლუბი დაეტოვებინა და კარიერა პსჟ-ში გაეგრძელებინა. როგორც სერხიო გონსალესი იუწყება, ლაპორტამ მესის დაბრუნების თაობაზე მუშაობა უკვე დაიწყო, არგენტინელთან ურთიერთობის დალაგებისკენ ნაბიჯი გადადგა. ფეხბურთელი მზადაა, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „ბარსაში“ დაბრუნების შესაძლებლობა განიხილოს.

2021 წლის ზაფხულში „ბარსას“ ცოცხალი ლეგენდა პსჟ-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მას პარიზულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვით მხარეებს თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლიათ. 

მიმდინარე სეზონში მესიმ პსჟ-ს რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 11 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 6 გოლი და 8 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალიანი: „რონალდინიოს ქალები და ცივი ლუდი ძალიან უყვარდა“
გალიანი: „რონალდინიოს ქალები და ცივი ლუდი ძალიან უყვარდა“