19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონის ვინაობა ცნობილია!
რამდენიმე წუთის წინ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონის ვინაობა გახდა ცნობილი.
დაძაბულ შეხვედრაში ინგლისელებმა პორტუგალიას 2-1 სძლიეს.
შეხვედრაში ანგარიში 50-ე წუთზე თავური დარტყმით გაიხსნა. თავი ინგლისელმა ისაია სალიმანმა გამოიჩინა. ზუსტად 6 წუთის შემდეგ, პორტუგალიელებმა გაათანაბრეს. საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, ბურთი ინგლისელთა მცველს დაჯონ სტერლინგს მოხვდა და ავტოგოლის შემდეგ წონასწორობა აღსდგა. 68-ე წუთზე ინგლისელებმა შესანიშნავი კონტრშეტევა განახორციელეს და ლამაზი კომბინაციის შემდეგ, ლუკას ნმეჩამ თავისიანები დააწინაურა - 2-1.
მატჩის მიწურულს ინგლისი 10 კაცით დარჩა, თუმცა პორტუგალიას ვერც ამან უშველა.