ალექსანდრ ჩეფერინი
Aa
Aa

უეფას პრეზიდენტი: რუსებს ევროტურნირებზე თამაში ეკრძალებათ

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა ევროტურნირებიდან რუსების მკვეთის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჩეფერინის თქმით, რუსული კლუბები და ნაკრებები ევროტურნირებზე ჯერჯერობით ვერ ითამაშებენ.

„რუსული კლუბებისა და ნაკრებების მოკვეთის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომ გაფრთხილებამდე.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას. სანამ სხვაგვარად გადავწყვეტთ, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება.

ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება ყოველი ტურნირის წინ გადაწყვეტილების თავიდან მიღება“,

- ციტირებს L’Équipe ალექსანდრე ჩეფერინს.

მანამდე ცნობილი გახდა უეფას გადაწყვეტილებით, რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპიდან მოკვეთეს.

ერთი კვირის წინ, გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფაიზერმა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების მოხსნა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იყიდეთ კვარაცხელია“ - მანჩესტერ სიტის ფანების მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს
„იყიდეთ კვარაცხელია“ - მანჩესტერ სიტის ფანების მოთხოვნა კლუბის ხელმძღვანელებს