ლევან გორგაძე
Aa
Aa

მე-4 გამარჯვება აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა კოტოშოჰო დაამარცხა

ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში სექტემბრის ბაშო მიმდინარეობს. „აკი ბაშოს“ მე-9 დღეს, ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე კოტოშოჰოს დაუპირისპირდა, რომელიც მე-11 მაეგაშირა გახლავთ და 4 მოგება და ამდენივე წაგება ჰქონდა.

სასიხარულოა, რომ სუპერტურნირის მე-9 დღე ლევანისთვის წარმატებული გამოდგა. ძლიერი ტაჩიაის შემდეგ, მცირე უპირატესობა კოტოშოჰომ მოიპოვა, თუმცა ტოჩინოშინმა დაბრუნება მოახერხა და უვატენაგეს ილეთით იმარჯვა.

ხვალ, „ტოჩის“ მოწინააღმდეგე მე-5 მაეგაშირა, სადანოუმი იქნება. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ლევანი დოჰიოზე 11-ჯერ გასულა. გორგაძეს მასთან დადებითი ბალანსი აქვს და 7-ჯერ იმარჯვა, ბოლო 4 დაპირისპირებაში კი მეტოქეს 3-ჯერ სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის ასისტენტი: ლუჩიანო რამდენიმე ფეხბურთელზე გაბრაზდა
სპალეტის ასისტენტი: ლუჩიანო რამდენიმე ფეხბურთელზე გაბრაზდა