„ამას არ ველოდით“
„ამას არ ველოდით“
ბრაზილია მეოთხედფინალშია
ბრაზილია მეოთხედფინალშია
გმირი ხორვატიიდან
გმირი ხორვატიიდან
ნეიმარი ბრუნდება
ნეიმარი ბრუნდება
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
იბრა ბრუნდება
იბრა ბრუნდება
დოლიძის გამარჯვება
დოლიძის გამარჯვება
3 თვეს გამოტოვებს
3 თვეს გამოტოვებს
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
არგენტინა მეოთხედფინალშია
არგენტინა მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ყველაფერი გაირკვა
ყველაფერი გაირკვა
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
რა მოხდა რეალურად
რა მოხდა რეალურად
გულის შეტევა დამემართებოდა
გულის შეტევა დამემართებოდა
5 წუთში წავაგეთ
5 წუთში წავაგეთ
ფლიკის კომენტარი
ფლიკის კომენტარი
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
ბოდიში მესის
ბოდიში მესის
თბილისის დინამომ მძიმე ბრძოლაში მოიგო - საბურთალომ თელავი გაანადგურა
Aa Aa
18 სექტემბერი 2022  |  22:14

თბილისის დინამომ მძიმე ბრძოლაში მოიგო - საბურთალომ თელავი გაანადგურა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტურის დასკვნითი ორი შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისის „ტორპედოსთან“ ბათუმის „დინამოს“ მარცხის შემდეგ მთავარი ინტრიგა თბილისის „დინამოსა“ და „გაგრას“ შეხვედრაში გადავიდა. ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს ალბათ ყველაზე მეტად ის აინტერესებდათ, შეძლებდა თუ არა თბილისური კლუბი ბათუმელებთან სატურნირო ცხრილში სხვაობის 1-ქულამდე შემცირებას.

მატჩი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის მძიმედ დაიწყო. თამაშის დებიუტში, მე-6 წუთზე არჩილ ნონიკაშვილმა თბილისელთა შემტევი, თორნიკე კირკიტაძე მეტოქეზე სახიფათო მოქმედების გამო მოედნიდან გააძევა და „დინამო“ შეხვედრაში 10 კაცით დარჩა.

ამის მიუხედავად, თბილისელმა ფეხბურთელებმა მაინც შეძლეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება. მეორე ტაიმში, 50-ე წუთზე „გაგრას“ კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც ზუსტად და ამავდროულად ეფექტურად „დინამოს“ ახალგაზრდა ლიდერმა, ანზოლ მექვაბიშვილმა შეასრულა და თბილისურ კლუბს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

შესაბამისად, „დინამომ“ თავის ბათუმურ მოსახელესთან სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და 59 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, ბათუმელები კი 60 ქულით კვლავ პირველ ადგილზე არიან.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში კიდევ ერთი თბილისური კლუბი „საბურთალო“ სტუმრად „თელავს“ შეხვდა და დამაჯერებლად - 0:3 გაიმარჯვა.

ლაშა ნოზაძის ფეხბურთელები 24-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილის გოლით დაწინაურდნენ, რომელმაც გურამ გოშთელიანის კარგი გადაცემით ისარგება. 33-ე წუთზე მასპინძლებს რაფაელ ჩუკვურა გაუგდეს, რამაც თბილისური კლუბის საქმე კიდევ უფრო გაადვილა.

მეორე ტაიმის დებიუტში გიორგი გულიაშვილმა სხვაობა ორბურთამდე გაზარდა, 78-ე წუთზე კი შოთა ნონიკაშვილმა თელაველების კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 37 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება. ლაშა ნოზაძის გუნდი მე-5 ადგილოსან „სამგურალს“ 5 ქულით ჩამორჩება, რაც შეეხება „თელავს“, გია ცეცაძის გაწვრთნილი გუნდი 29 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „სიონს“ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში