ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

საოცარი დებიუტი - დავითაშვილის გამარჯვების გოლი ბორდოში

საფრანგეთის ჩემპიონატში ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე დებიუტი შედგა. „ბორდომ“ შინ „დიჟონი“ 2:1 დაამარცხა. ანგარიში მე-8 წუთზე ნიდერიელმა ჯოშ მაჯამ გახსნა. 71-ე წუთზე მიქაელ ლე ბიჰანმა წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა, მან სტუმრებს 87-ე წუთზე შეუგდო.

Sofascore-მა დავითაშვილს 7,0 დაუწერა. მასზე მაღალი შეფასება „ბორდოს“ მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა მიიღო.

დავითაშვილის საუკეთესო მომენტები დიჟონთან

 „დიჟონთან“ შეხვედრამდე „ბორდოს“ ტექნიკურმა დირექტორმა ადმარ ლოპესმა დავითაშვილის შესახებ ისაუბრა:

 „ზურიკო იმ პროფილის ფეხბურთელია, როგორიც გუნდში არ გვყავდა და მთავარ მწვრთნელს სჭირდებოდა. მას თვალს დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით. ზურიკო მარჯვენა გარემარბია, თუმცა, როგორც ორივე ფლანგზე, ისე 10 ნომერზე თამაში შეუძლია. დავითაშვილს ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს და ჩაწოდებების განხორციელება გამოსდის. იგი ფეთქებადი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, გუნდს ბევრს მოუტანს“.

მიმდინარე სეზონში „ბორდოს“ მიზანი ელიტარულ ლიგაში დაბრუნებაა.

9 ტურის შემდეგ „ბორდო“ 17 ქულით პირველ ადგილზეა, უშუალო კონკურენტებს ერთით ნაკლები ქულა აქვთ და ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელია“ - კარაგერი და ვუდგეითი ხვიჩაზე
„სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელია“ - კარაგერი და ვუდგეითი ხვიჩაზე