გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ალისონს დაასვენებენ? | Standard-ის მიხედვით არის შანსი მამარდამ ითამაშოს

გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას ინგლისის ასოციაციის თასზე გამართავს. მერვედფინალში მერსისაიდელები სტუმრად „ვულვზს“ დაუპირისპირდებიან, რომელთანაც პრემიერ ლიგის ბოლო ტურში 1:2 დამარცხდნენ.

ავტორიტეტულმა ინგლისურმა გამოცემამ, Standard-მა, მოახლოებულ შეხვედრას სტატია მიუძღვნა და ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. Standard-მა სავარაუდო შემადგენლობები დაასახელა და აღნიშნა, რომ არის შანსი, „მამარდამ“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყოს.

„შესაძლოა, ალისონ ბეკერი ჩემპიონთა ლიგაზე, „გალათასარაისთან“ გასამართი მერვედფინალური მატჩისთვის დაასვენონ. ეს ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილი „ბარნსლისთან“ შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდება“, — წერს Standard-ი.

საინტერესოა, რომ ინგლისური გამოცემის სავარაუდო შემადგენლობაში ძირითადში სწორედ მამარდაშვილია დაყენებული. მის გარდა სასტარტოში კონატეს, ვან დეიკს, გომესს, რობერტსონს, ჯონსს, მაკ ალისტერს, სალაჰს, სობოსლაის, ნგუმოასა და ეკიტიკეს ელიან. „ვულვზისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება 6 მარტს გაიმართება და თბილისის დროით, 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს უკვე მეგობრებთან ხშირად შეხვედრას დაემსგავსა“ - ენრიკე მონაკოსთან მატჩზე
„ეს უკვე მეგობრებთან ხშირად შეხვედრას დაემსგავსა“ - ენრიკე მონაკოსთან მატჩზე