ზინედინ ზიდანი, ჯენარო გატუზო, მარკო მატერაცი
Aa
Aa

„გატუზოს ჩემი მოკვლა უნდოდა“ - მატერაცი ცნობილი ინციდენტის დასაწყისს იხსენებს

„ინტერისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა, მარკო მატერაციმ, კიდევ ერთხელ გაიხსენა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მომხდარი კონფლიქტი ზინედინ ზიდანთან, რომელიც ცნობილი „თავურით“ დასრულდა.

„როდესაც ბუფონმა ზიდანის თავით დარტყმული მოიგერია, გატუზოს ჩემი მოკვლა უნდოდა, რადგან მეტოქეს არ ვმეურვეობდი. სინამდვილეში მე ტრეზეგეს ვიჭერდი, მაგრამ რინოსთან (ჯენარო გატუზოსთან) მომხდარზე კამათს ხანდახან გაჩუმება სჯობს.

მალევე, ანალოგიურ სიტუაციაში, ზიდანს მაისურზე მოვქაჩე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ის ვერ ახტებოდა. შემდეგ კიდევ ერთხელ. დაბოლოს ორჯერ მოვუხადე ბოდიში.

მესამედ კი ზიდანმა მითხრა: „თუ ჩემი მაისური გინდა, მას მოგვიანებით მოგცემ“. მე რაღაც ვუთხარი... მაგრამ იმაზე უხეში არაფერი, რასაც ბავშვობაში ბარის სანაპიროზე თამაშისას ერთმანეთს ვეუბნებოდით“,

– განაცხადა მატერაციმ Vivo Azzurro TV-ის ეთერში.

როგორც ცნობილია, მატერაციმ ზიდანის და უხამსად მოიხსენია, რასაც „ზიზუს" რეაგირება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები