ზინედინ ზიდანი, გარეთ ბეილი
Aa
Aa

„როგორც მწვრთნელი? ბევრს არაფერს აკეთებდა“ | ბეილმა ზიდანზე ისაუბრა

გარეთ ბეილმა „რეალში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა და ბევრ თემაზე ისაუბრა. უელსელი ფეხბურთელი FootballMagazine-ის პოდკასტის სტუმარი იყო და „ბლანკოსის“ ყოფილ მწვრთნელთან, ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„რეალში გადასვლის შემდეგ მივხვდი, რომ სამეფო კლუბისთვის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ბარსამ და რეალმა, ალბათ ატლეტიკომაც, იციან, რომ ჩემპიონატის მატჩების ნახევარზე მეტს მოიგებენ, გადამწყვეტი ისაა, რამდენ შეხვედრაში გაიმარჯვებ. ჩემპიონობა მარტივი ნამდვილად არაა, მაგრამ ეს არ არის პრემიერ ლიგა, სადაც კვირიდან კვირამდე ძალიან იღლები.

ზიდანი როგორი მწვრთნელია? გულწრფელად რომ გითხრათ, ბევრს არაფერს აკეთებდა... ბარსელონასთან ან ბაიერნთან მატჩამდე ტაქტიკას ცოტათი ვამუშავებდით — დაახლოებით 15 წუთს, ძირითადად დაცვით ტაქტიკაზე გვქონდა აქცენტი. გარდა ამისა, ჩვეულებრივი ვარჯიშები იყო: ბურთის ფლობა, კარში დარტყმები და სულ ესაა, შემდეგ კი სახლებში მივდიოდით.“

გარეტ ბეილი „რეალში“ 2013-22 წლებში თამაშობდა. „სამეფო კლუბთან“ ერთად უელსელმა ფეხბურთელმა ლა ლიგა 3-ჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 5-ჯერ გახდა. ბეილმა უეფას სუპერთასი და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატიც მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს უკვე მეგობრებთან ხშირად შეხვედრას დაემსგავსა“ - ენრიკე მონაკოსთან მატჩზე
„ეს უკვე მეგობრებთან ხშირად შეხვედრას დაემსგავსა“ - ენრიკე მონაკოსთან მატჩზე