მასიმილიანო ალეგრი, ლუკა მოდრიჩი, ადრიენ რაბიო
Aa
Aa

Tuttosport: რეალს ალეგრისთვის 2 პირობის შესრულება მოუწევს

„მილანის“ მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, „რეალში“ დანიშვნის შემთხვევაში, ესპანურ კლუბს თავისი ამჟამინდელი გუნდიდან ორი ფეხბურთელის გაფორმებას მოსთხოვს. ინფორმაციას იტალიური Tuttosport-ი ავრცელებს.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რეალს“ 58 წლის იტალიელის დანიშვნა ზაფხულში სურს. „თეთრების“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, როგორც ამბობენ, ფსონის გაკეთებას გამოცდილ სპეციალისტზე გეგმავს, რომლის მიწვევასაც ადრე უკვე ორჯერ – 2019 და 2021 წლებში ცდილობდა.

Tuttosport-ის მტკიცებით, მასიმილიანო „მილანში“ ყველაფრით კმაყოფილია, თუმცა, თუ ის „ბლანკოსთან“ მოლაპარაკებების წარმოებას გადაწყვეტს, ორ პირობას წამოაყენებს.

პირველი – კლუბში ლუკა მოდრიჩის დაბრუნება, რომლის კონტრაქტი მილანელებთან „1+1“ სქემითაა გათვლილი და თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ალეგრი 40 წლის ხორვატს თავის შტაბში „მადრიდული სულის მცველის“ როლს მიანიჭებდა, რომელიც წარსულსა და მომავალს გააერთიანებდა.

მეორე პირობა – ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს ტრანსფერი, რომელიც მასიმილიანოსთან „იუვენტუსში“ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ამჟამად კი „მილანის“ ერთ-ერთი ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები