Cadena SER: რეალის გასახდელი უკონტროლოა - არც ერთი მწვრთნელი არ მოსწონთ
რადიო Cadena SER-ის ჟურნალისტმა, მანუ კარენიომ, „რეალის“ ფეხბურთელებს უმართავები უწოდა.
„რა ამოცანის წინაშე დგას არბელოა პარასკევს „ბალაიდოსზე“ გასამართი მატჩის წინ – დისკვალიფიკაციები, ტრავმები... და როგორი ატმოსფერო სუფევს კვლავ გასახდელში! ჩანდა, თითქოს მთელი პრობლემა ჩაბი ალონსოში იყო, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს გასახდელი უმართავია. მას ვერ გაუმკლავდა ანჩელოტი, ჩაბი ალონსო, ახლა კი – არბელოა. მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტიც კი ვერ უმკლავდება.
ისინი უმართავები არიან. ერთი მწვრთნელი არ მოსწონთ, რადგან მათ ზედმეტად აწვება და მომთხოვნია. მეორე – ზედმეტად გრძელი ვიდეოანალიზების გამო. მესამე კი – იმიტომ, რომ მეტისმეტად რბილია... არბელოა კი – იმიტომ, რომ მიიჩნევენ, თითქოს ის საკმარისად კარგი არ არის.
რა ვქნათ, შესაძლოა, არ ღირდეს მწვრთნელის დატოვება უმართავ გასახდელთან, რომელიც არცთუ საუკეთესო პერიოდს გადის და რომელიც არ გვჩუქნის მშვენიერ საფეხბურთო საღამოებს, განსაკუთრებით კი – „რეალის“ გულშემატკივრებს“,
– განაცხადა კარენიომ.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ კილიან მბაპეს მიმართ კლუბს უნდობლობა აქვს. ფრანგს ტრავმა აქვს, თუმცა ამ დრომდე უცნობია მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი, რაც საკმაოდ უცნაური ფაქტია.