ბაიერნი, ტომას მიულერი
Aa
Aa

ზარალმა 500 000 ევროს გადააჭარბა - მიულერის სახლი გაძარცვეს

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბაიერნმა“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:0 დაამარცხა. „რეკორდმაისტერის“ მხრიდან გოლები ლუკა ერნანდესმა და ლეროი სანემ გაიტანეს.

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ტომას მიულერს ძალიან გაუხარდა, მაგრამ დღეს სპორტულ მედიაში გავრცელა ინფორმაცია, რომელიც გერმანელ ნახევარმცველს არ ესიამოვნებოდა.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD იუწყება, რომ „ბაიერნისა“ და „ბარსელონას“ მატჩის დროს, მძარცველები მიულერის სახლში შეიჭრნენ და ბევრი ძვირფასი ნივთი მოიპარეს, მათ შორის ფული.

წყაროს ცნობით, წაღებულია ძვირფასეულობა ბრილიანტები, ოქროულობა და როგორც უკვე მოგახსენეთ ფული. ჯამში, ზარალმა 500 000 ევროს გადააჭარბა. ამ მომენტისთვის მიმდინარეობს გამოძიება.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს არბიტრები: დემბელეს მომენტში აშკარა პენალტი იყო
FIFA-ს არბიტრები: დემბელეს მომენტში აშკარა პენალტი იყო