პსჟ
Aa
Aa

მბაპე: “ბარსელონასთან ჰეთ-თრიკმა უფრო მაღალ დონეზე ამიყვანა“

„პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში სტუმრად „მაკაბი ჰაიფას“ დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კილიან მბაპემ „ბარსელონასთან“ დაპირისპირება გაიხსენა.

რა თქვა მბაპემ?

„ვფიქრობ, იმ ღამეს ძალიან კარგი ფეხბურთელიდან სულ სხვა დონის მოთამაშედ ვიქეცი. „კამპ ნოუზე“ ჰეთ-თრიკი შევასრულე და ეს ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტი იყო. ვამაყობდი, რადგან ამ დონემდე მოსასვლელად ბევრი ვიშრომე.

ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ვერ დაიმალები. შესაძლებლობა მქონდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ყველა ეტაპზე მეთამაშა, გარდა ფინალისა. როდესაც ფინალში გავედი რაღაც განსხვავებული ვიგრძენი. გასულ სეზონში გული დამწყდა, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგება პარიზში მინდოდა.“

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენი“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა.

პირველი შეხვედრა პარიზში გაიმართა, რომელიც ფრანგულმა გუნდმა მბაპეს ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. განმეორებით მატჩში კილიანმა პსჟ დააწინაურა, თუმცა შემდეგ კარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიკი შეასრულა და მეოთხედფინალში „ბლანკოსი“ გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უვადო და 1 მილიარდიანი კონტრაქტი - კარის და Under Armour-ის გრანდიოზული შეთანხმება
უვადო და 1 მილიარდიანი კონტრაქტი - კარის და Under Armour-ის გრანდიოზული შეთანხმება