ტოჩინოშინი
Aa
Aa

აკი ბაშო: ტოჩინოშინმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

„აკი ბაშოს“ პირველ საშეჯიბრო დღეს 34 წლის ქართველმა სუმოტორმა ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა და სუპერტურნირი პოზიტიურად გახსნა.

ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა, 26 წლის ონოშო იყო, რომელთანაც აქამდე 3 ბრძოლა ჰქონდა გამართული - 1 გამარჯვება და 2 მარცხი. ამჯერად კი ბალანსი გაათანაბრა.

მეტოქემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და სწრაფად შეუტია, ლევანმა კი ონოშო ჰატაკიკომის ილეთზე წამოაგო და დოჰიოზე დააგდო.


რაც შეეხება მეორე საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე მისთვის კარგად ნაცნობი მე-9 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელსაც სულ 31-ჯერ შეხვდა, 14-ჯერ მოუგო, 17-ჯერ კი დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
9 მილიონიანი სენსაცია, რომელმაც ლივერპული დატანჯა და ტრენტი გააწამა
9 მილიონიანი სენსაცია, რომელმაც ლივერპული დატანჯა და ტრენტი გააწამა