ლივერპული, ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

WOLDMAGAZINE.IT კვარაზე: მისი თამაშის ყოველი წამით აღფრთოვანებული რჩები

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, „ლივერპულთან“ ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავ თამაშს გავლენიანი იტალიური ჟურნალი, WorldMagazine.it ეხმაურება.

რა წერია სტატიაში:

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი თვისებები. ქართველი ფეხბურთელი არის ძლიერი და ტექნიკური, აქვს ბრწყინვალე მენტალიტეტი, შეუძლია გოლის გატანა და ასევე, თანაგუნდელების დახმარებაც.

ფიზიკური სიძლიერე, ტექნიკა, კლასი, გული, გამძლეობა, თამაშის ხედვა, ალტრუიზმი. ეს ყველაფერი ნამდვილად სიმართლეა და სწორი ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. ზოგადად, ფეხბურთელი შიდა ჩემპიონატის 5 მატჩით და ჩემპიონთა ლიგაზე 1 თამაშით არ უნდა განსაჯო მაგრამ ეს ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში ნამდვილად არ ითქმის. რთულია ამ ყველაფერზე თვალების დახუჭვა როგორც მედიისთვის, ისე „ნაპოლის“ გულშემატკივრებისთვის.

გასულ ღამეს, მან კონტინენტის ერთ-ერთ უდიდეს გუნდს, რომელმაც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, ევროპის სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო და ფაქტობრივად, ყველა ტურნირზე დომინირებს, დაცვაში კოლოსალური კატასტროფები შეუქმნა. შეიძლება კლოპის გუნდის დაცვა დღეისთვის მსოფლიოში საუკეთესო არ არის, მაგრამ ამ ხაზს ხომ ვირჯილ ვან დაიკი მეთაურობს?!

კვარაცხელიას თამაშის ყოველი წამით აღფრთოვანებული რჩები, რადგან ის თამაშობს მთელი ენერგიით, რაც კი სხეულში აქვს, მუხრუჭების გარეშე. საკუთარ თავს უწესებს სურვილს, რომ გადალახოს ჭეშმარიტად შეუჩერებელი მოწინააღმდეგის ბარიერი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა, ხვიჩამ კი 44-ე წუთზე ჯოვანი სიმეონეს გაატანინა და საგოლე გადაცემა ჩაიწერა, რა დროსაც ანგარიში 3:0 გახდა. ამასთან, ქართველმა ფეხბურთელმა ირიბად, პირველ ორ გოლშიც მიიღო მონაწილეობა.

ხვიჩას მომენტები ლივერპულთან:

ლუჩიანო სპალეტის გუნდს მომდევნო შეხვედრა ამჯერად იტალიის სერია A-ში ელის. 10 სექტემბერს „ნაპოლი“ დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე „სპეციას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარი ლინეკერი და ფაბრიციო რომანო ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ
გარი ლინეკერი და ფაბრიციო რომანო ხვიჩას თამაშს გამოეხმაურნენ