ბარსელონას გეჰის გადაბირება სურს - პრობლემა მისი ხელფასია
კატალონიის ბარსელონას, რომ დაცვის ხაზში პრობლემები აქვს ეს ახალი არავისთვის არის. ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, ბლაუგრანა ტოპ ტრანსფერებს ვერ აკეთებს.
ამის პარალელურად, Mundo Deportivo იუწყება, რომ ჰანსი ფლიკის გუნდს მარკ გეჰის შეძენა სურს და ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.
ამის მიზეზი გეჰის კონტრაქტია, რომელიც 2026 წლის ივნისში იწურება. კრისტალ პალასსა და ინგლისელ უკანახაზელს შორის მოლაპარაკება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს და ბარსელონას სწორედ ამ სიტუაციით სარგებლობა სურს.
წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი 45 მილიონის გადასახდელად მზად არის. ბარსელონას და და გეჰის შორის პირველად კომუნიკაცია შედგა, თუმცა ამას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ, რადგან 25 წლის ფეხბურთელმა საკმაოდ მაღალი ხელფასი მოითხოვა.
ჯერჯერობით კონკრეტული თანხა არ სახელდება, მაგრამ თუ Mundo Deportivo-ს დავუჯერებთ, კატალონიელებს გეჰის მოთხოვნილი ანაზღაურების გადახდა არ შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ მარკი ნაკლებ ხელფასს დათანხმდება, მოლაპარაკება განახლდება.
შეგახსენებთ, რომ მარკ გეჰი კრისტალ პალასის ღირსებას 2021 წლიდან იცავს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 183 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.