ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
ჭიაბრიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
Aa Aa
6 სექტემბერი 2022  |  15:19

ჭიაბრიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

საფეხბურთო კლუბ თბილისის ,,დინამოს'' მთავარ მწვრთნელს, გია ჭიაბრიშვილს გულის შეტევა მოუვიდა. CrystalSport-ის ცნობით, ქართველი სპეციალისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, რომელიც დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.

ჭიაბრიშვილი შეუძლოდ ,,თელავთან'' მატჩამდე გახდა. სასწრაფო დახმარების მანქანით თბილისში გადაიყვანეს და ქირურგიული ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწვრთნელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ოპერაციის დასრულების შემდეგ ,,დინამომ'' განცხადება გაავრცელა:

,,თბილისის ქართულ-ამერიკულ კლინიკაში ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს გულზე წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა.გიორგი ჭიაბრიშვილი 5 სექტემბერს თელავთან გასამართ მატჩამდე შეუძლოდ გახდა და აუცილებელი გახდა მისი სასწრაფოდ თბილისში გადმოყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჩვენი კლუბის ექიმმა დავით ხარაბაძემ გააკეთა:

"გიორგი ჭიაბრიშვილს გუშინ, მატჩამდე, სტენოკარდიული შეტევა მოუვიდა. თავდაპირველად, იგი გადაყვანილ იქნა თელავის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა კორონაროგრაფია და გადაწყდა, რომ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა, კერძოდ - შუნტირება. გუშინვე იგი რეანომობილით გადმოვიყვანეთ თბილისში და დღეს გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა." ​

გიორგი ჭიაბრიშვილი უახლოესი დღეების განმავლობაში კლინიკაში დარჩება და მკურნალობას ადგილზე გააგრძელებს. დინამო თბილისი ჩვენს მთავარ მწვრთნელს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს''.

42 წლის სპეციალისტი თბილისის ,,დინამოს'' მიმდინარე წლის ივნისიდან წვრთნის. 

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის ,,დინამო'' 53 ქულით მეორე პოზიციაზეა, ლიდერ ბათუმის ,,დინამოს'' 4 ქულით ჩამორჩება. თბილისურმა კლუბმა 25 შეხვედრიდან 16 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და ოთხ შეხვედრაში დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენს ლიგაზე ,,პაიდესთან'' მარცხის შემდეგ ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატისა და თასის ჩათვლით ზედიზედ ექვსი შეხვედრა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმატების საიდუმლო ყოველთვის შრომაა“ - სანიოლმა ხვიჩაზე ისაუბრა
„წარმატების საიდუმლო ყოველთვის შრომაა“ - სანიოლმა ხვიჩაზე ისაუბრა