ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ნკუნკუ ჩელსიში ითამაშებს
ხვიჩა ბრუნდება
ხვიჩა ბრუნდება
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
ენცო ფერნანდესის წერილი მესის
გერმანია 1:1 ესპანეთი
გერმანია 1:1 ესპანეთი
რატი ახალ კლუბში!
რატი ახალ კლუბში!
კვარა აბუჩად აიგდეს
კვარა აბუჩად აიგდეს
ონდუას რუსული ბუცები
ონდუას რუსული ბუცები
პერეირა ტრავმირებულია
პერეირა ტრავმირებულია
მესი და რეკორდები
მესი და რეკორდები
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
არგენტინამ მექსიკა დაამარცხა
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
მებრძოლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თალიბანის სკანდალი მუნდიალზე
თუშიმ რინერს მოუგო
თუშიმ რინერს მოუგო
რონალდუ გააკრიტიკეს
რონალდუ გააკრიტიკეს
ინძაგიმ კვარა შეაქო
ინძაგიმ კვარა შეაქო
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
ბაჯომ ცნობილი პენალტი გაიხსენა
აზარი და One Love
აზარი და One Love
ბითაძის 15 წუთი
ბითაძის 15 წუთი
7-0 - ესპანეთმა იფრინა
7-0 - ესპანეთმა იფრინა
მორიგი სენსაცია
მორიგი სენსაცია
ოფიციალურად: თურქეთის საჩივარზე FIBA-ს გადაწყვეტილება ცნობილია
Aa Aa
6 სექტემბერი 2022  |  00:32

ოფიციალურად: თურქეთის საჩივარზე FIBA-ს გადაწყვეტილება ცნობილია

მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ (FIBA) თურქეთის საჩივარი, რაც საქართველოსთან დაფიქსირებული საბოლოო შედეგის გაუქმებას გულისხმობდა, არ დააკმაყოფილა.

ინფორმაცია უწყებამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა.

რა წერია განცხადებაში:

თამაშის დამთავრების შემდეგ, თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ დროის აღრიცხვის ოპერაციის შეცდომა გააპროტესტა (თამაშის შეჩერებისას წამზომის 22 წამის განმავლობაში მუშაობა).

წარმოდგენილი მასალებისა და მტკიცებულებების განხილვის შემდეგ FIBA-ს ევრობასკეტის სადისციპლინო კოლეგიის ერთპიროვნულმა მოსამართლემ დაადგინა:

იმის მიუხედავად, რომ თამაშის მე-4 მეოთხედში მართლაც იყო დროის აღრიცხვის ოპერაციების შეცდომა. თურქეთის კალათბურთის ფედერაციის პროტესტის გათვალისწინებით,  სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ შეცდომა მატჩის ანგარიშზე გავლენას არ მოახდენდა. შესაბამისად, თურქეთის ფედერაციის სარჩელი, რომელიც თამაშის შედეგს აპროტესტებდა, არ დაკმაყოფილდა.

FIBA-ს ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გუნდებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც შესაბამისი ორგანოები სასჯელის ზომას განსაზღვრავენ.

ევრობასკეტ 2022-ის A ჯგუფში, საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების შეხვედრის მიმდინარეობისას, მე-4 მეოთხედის 4:48 წუთზე დუდა სანაძესა და ფურკან კორკმაზს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტის გამო, მსაჯებმა ორივე კალათბურთელს დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სანაძესა და კორკმაზს შორის დაპირისპირება გასახდელში ფიზიკურ სწორებაში გადაიზარდა.

თურქული მედიის მტკიცებით, ინციდენტში დუდა სანაძის გარდა გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელიაც მონაწილეობდნენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორკმაზს ფიზიკურად უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელიც გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ქუჩური ჩხუბი იყო“ - კორკმაზი სანაძესთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს
„ეს ქუჩური ჩხუბი იყო“ - კორკმაზი სანაძესთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს