ბაიერნი, გლადბახი, იან ზომერი
Aa
Aa

ზომერის დაუვიწყარი საღამო და 19 მოგერიებული ბურთი - ბაიერნმა ქულები დაკარგა

ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „გლადბახს“ უმასპინძლა და ქულები დაკარგა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის გმირი კი სტუმართა კარის დარაჯი იან ზომერი გახდა, რომელმაც აღნიშნულ დაპირისპირებაში 19 ბურთი მოიგერია.

მთელი მატჩს განმავლობაში ნაგელსმანის შეგირდები დომინირებდნენ და ეს ყველაფერი სტატისტიკაზე აისახა. „რეკორდმაისტერმა“ „გლადბახის“ კარისკენ 35-ჯერ დაარტყა, ხოლო აქედან ზუსტი 20 აღმოჩნდა. 19 შემთხვევაში ზომერმა თავისი გუნდი გადაარჩინა.

მიუხედავად „ბაიერნის“ ასეთი აქტიურობისა, ანგარიში 43-ე წუთზე ტიურამმა გახსნა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა. მეორე ნახევარში, მასპინძლები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მხოლოდ მატჩის 83-ე წუთზე გამოიღო. ლეროი სანემ ახლო მანძილიდან დაარტყა და ზომერს შანსი არ დაუტოვა. საბოლოო ჯამში - 1:1.

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: “რონალდუს და ოსიმენის გაცვლა არ იგეგმება“
სპალეტი: “რონალდუს და ოსიმენის გაცვლა არ იგეგმება“