ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

კრემონეზეს თავკაცი: „ტორინოსთან ლოჩოშვილის თამაში საეჭვოა“

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია A-ს მომდევნო ტურში „ტორინოს“ დაუპირისპირდება და „გრანატას“ საკუთარ კედლებში გაეჯიბრება. ტურინულ გუნდთან მატჩამდე, „ლა კრემოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალვინიმ საკუთარ გუნდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ტორინოსთან“ „ლოჩოს“ თამაში საეჭვოა.

„ფიორენტინასთან დაცვის ხაზის შეცვლა მოგვიწია, რადგან აივუ ახალი გადმოსული იყო და ლოჩოშვილის გამოყენება არ შეგვეძლო, თუმცა ჩვენი იდეები აშკარაა. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ლოჩოშვილის თამაში თავში მიღებული დარტყმის გამო საეჭვოა“.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილმა სადებიუტო შეხვედრა „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარა და ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა. შეხვედრის შემდეგ, ალვინიმ განაცხადა, რომ „კრემონეზე“ სწორედ მისნაირ ფეხბურთელს ეძებდა და მისით კმაყოფილია.

ლუკას სტატისტიკა „რომასთან“

85 წუთი, 1 ჩაჭრა, 1 დაბლოკვა, 1 ზუსტი დრიბლინგის მცდელობა, 10-დან 7 მოგებული დუელი, 1-დან 1 საჰაერო მოგებული დუელი, 7-ჯერ დაკარგა პოზიცია, 2-ჯერ დაჯარიმდა, ხოლო ერთხელ მასზე დაჯარიმდნენ. ჯამში კი ქართველი ფეხბურთელი ბურთს 54-ჯერ შეეხო. საერთო ჯამში გამოცემა Sofascore-მა ლოჩოშვილს 7.6 შეფასება დაუწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ფული პირველად ახსენა, მეც მაქვს მოთმინება“ - მჭედლიძემ საბატინის უპასუხა
,,ფული პირველად ახსენა, მეც მაქვს მოთმინება“ - მჭედლიძემ საბატინის უპასუხა