გურამ კაშია
Aa
Aa

,,ქომაგებს ბედნიერება უნდა მივანიჭოთ“ - კაშია გადამწყვეტი მატჩის წინ

UEFA-ს კონფერენს ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში ბრატისლავას ,,სლოვანი'' ბოსნიურ ''ზრინსკის'' უმასპინძლებს. შეხვედრამდე ''სლოვანის'' ქართველმა ფეხბურთელმა გურამ კაშიამ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა:

,,ჩვენ შედეგი გვჭირდება, გამარჯვება სულ მცირე 2-გოლიანი უპირატესობით. ეს ადვილი არ იქნება, ,,ზრინსკი'' იბრძოლებს და კარგ ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ ჯერ კიდევ ყველაფერი ჩვენს ხელშია. ჩვენ რამდენიმე შეხვედრაშო დავამტკიცეთ, რომ ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად შეგვიძლია. ახლაც იგივე უნდა გავიმეოროთ. გაცილებით უფრო აგრესიულად და კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ. ჩვენი ქომაგების მჯერა, რომლებიც გასულ შეხვედრებში ფანტასტიკურები იყვნენ. მათ სიამოვნება და ბედნიერება უნდა მივანიჭოთ''.

საპასუხო მატჩი სრულიად განსხვავებული იქნება. ''ზრინსკიმ'' საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად ითამაშა, თუმცა ხვალ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ქალაქს, კლუბსა და ქომაგებს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის დიდი სურვილი გვაქვს''.

პირველი შეხვედრა ''ზრინსკიმ'' შინ 1:0 მოიგო. საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, ''სლოვანის'' მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, სლოვაკეთის საუკეთესო გუნდში კაშიასთან ერთად ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები