ეკო გორგოძე
Aa
Aa

ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი - გორგოძს მეტოქე ცნობილია

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში ამერიკის ღია პირველობა დაიწყება. იქამდე კი WTA-ს რეიტინგის შედარებით ქვედა საფეხურზე მყოფი მოთამაშეები საკვალიფიკაციო ეტაპს გაივლიან.

გამონაკლისი არც ეკო გორგოძეა. ქართველი ჩოგბურთელი დღეს მედისონ ინგლისს დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგში 135-ე ადგილს იკავებს. აქამდე ეს მოთამაშეები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ გამარჯვება ეკოს დარჩა.

გამარჯვების შემთხვევაში გორგოძე ვალერი გლოზმანსა და დალილა იაკუპოვიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე გორგოძეს ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში არასდროს უთამაშია. საუკეთესო შედეგი 2018 წელს ჰქონდა, როდესაც საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი გადალახა, ხოლო შემდეგ ბუშართან დამარცხდა.

ასევე შეგახსენებთ, ქართველი ჩოგბურთელი მიმდინარე სეზონში პირველად მოვდა უიმბლდონის ძირითად ბადეში, თუმცა პირველივე წრეში ირინა ბეგუსთან 4:6 1:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ისევ გამოარჩიეს - ქართველი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის მწვრთნელმა შეაქო
მიქაუტაძე ისევ გამოარჩიეს - ქართველი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის მწვრთნელმა შეაქო