ნაპოლი, სასუოლო, ჯაკომო რასპადორი
Aa
Aa

ტრანსფერი დადასტურდა - რასპადორი ნაპოლის ფეხბურთელია

ახალი არავისთვის არის, რომ „ნაპოლი“ ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს. „პარტენოპეი“ დიდი ხანია ჯაკომო რასპადორის გადაბირებას ცდილობს და როგორც ჩანს გამოუვიდა კიდეც.

იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ ევრო 2020-ის ჩემპიონი იჯარის წესით „ნაპოლიში“ ითამაშებს. 22 წლის შემტევის იჯარა 5 მილიონი ევრო დაჯდა, თუმცა ლუჩიანო სპალეტის გუნდს კონტრაქტის მიხედვით, სეზონის დასრულების შემდეგ, მისი გამოსყიდვა მოუწევს.

სატრანსფერო ღირებულად კი ბონუსების ჩათვლით 35 მილიონი ევრო სახელდება. ცნობისთვის, რასპადორი „სასუოლოს“ აღზრდილი გახლავთ და პირველ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს, სადაც 82 ჩატარებულ შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: “ხაბიბს პატივს ვცემ, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია!“
დვალიშვილი: “ხაბიბს პატივს ვცემ, მაგრამ რუსეთი ოკუპანტია!“