იურგენ კლინსმანი
Aa
Aa

კლინსმანი: მუნდიალის ფავორიტები არგენტინა და ბრაზილია არიან

იურგენ კლინსმანმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტებზე ისაუბრა და თავისი რჩეულები დაასახელა.

კლინსმანი უპირატესობას სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებს ანიჭებს.

- თქვენი აზრით ვინ მოიგებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს?

„მართალი გითხრათ, ვფიქრობ, რომ ფავორიტების ასარჩევად მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ყურება გჭირდებათ. ევროპულ გუნდებთან შედარებით არგენტინა და ბრაზილია ფავორიტები არიან. ეს არის ორი ძალიან მოტივირებული გუნდი, რომლებსაც ყატარში წარმატების მიღწევა სურთ.

შემდეგ ცხადია არიან ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია და პორტუგალია. მაგრამ, ეჭვგარეშეა, მათთვის სამხრეთ ამერიკელების დამარცხება ძალიან რთული იქნება. 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, არგენტინას კიდევ რამდენიმე მუნდიალი უნდა მოეგო.

იქნებ ყატარში მოხდეს, რატომაც არა? ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს, განსაკუთრებით მესის გამო. დაე, ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატი მას საშობაო საჩუქრად გადაეცეს“,

- განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა და მწვრთნელმა Ole-სთან საუბრისას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის შეიძლება გუნდში „გაფუჭებული კვერცხი“ იყოს... გაუშვით რონალდუ"
„ის შეიძლება გუნდში „გაფუჭებული კვერცხი“ იყოს... გაუშვით რონალდუ"