ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დაიმახსოვრეთ ეს სახელი!“ - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო დებიუტანტია

იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას ხმაურიანი დებიუტი უკვე რამდენიმე დღეა რაც იტალიურ მედიაში აქტიური განხილვის საგანია. მრავალმა სააგენტომ, „ვერონასთან“ თამაშის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს არაერთი სტატია მიუძღვნა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

ერთ-ერთი ბოლო გამოცემა, რომელმაც ხვიჩას შესახებ დაწერა, Cultofcalcio.com-ია. იტალიური სააგენტო სერია A-ს პირველ ტურში 6 საუკეთესო დებიუტანტი გამოარჩია და რაც ყველაზე სასიხარულოა, ქართველი ფეხბურთელი ამ ექვსეულის სათავეში დააყენა.

რას წერს CULTOFCALCIO კვარაზე:

ხვიჩა კვარაცხელია, დაიმახსოვრეთ ეს სახელი! მართალია, ეს ცოტა გაგვიჭირდება და დასამახსოვრებლად გარკვეული დრო დაგვჭირდება, მაგრამ ყოველთვის გვემახსოვრება ის ფაქტი, რომ ნაპოლის მარცხენა ფლანზე ახალი, ფეთქებადი გარემარბი ჰყავს, რომელიც ნამდვილად არის ლორენცო ინსინიეს ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე.

ყოფილი კაპიტნისგან განსხვავებით, ქართველი ვარსკვლავი ფიზიკურად შეიძლება უფრო ძლიერი იყოს და ასევე გვაჩვენა, რომ ჰაერში უფრო უკეთესია. მან ეს სერია A-ს პირველ ტურში გატანილი გოლით დაამტკიცა. მაგრამ მისი კარაქი და პური რჩება მის წარმოუდგენელ ტექნიკად, რაც პიოტრ ზიელინსკის მისამართით დახვეწილი პასით გამოიხატება. ძალიან ნიჭიერია!

ცნობისთვის, იტალიურმა გამოცემის ვერსიით ხვიჩა კვარაცხელიამ საუკეთესო დებიუტანტების ხუთეულში ისეთ ფეხბურთელებს გაუსწრო, როგორებიც არიან ანხელ დი მარია (იუვენტუსი), ასან კისი (ლეჩე), ადამა ლუკმენი (ატალანტა), ჩარლზ დე კეტელაერი (მილანი), ლუკა იოვიჩი (ფიორენტინა).

შეგახსენებთ, რომ სტადიო „დიეგო არმანდო მარადონაზე“ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი 21 აგვისტოს არის დაგეგმილი. იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მონცას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 20:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლის ახალი სუპერგმირი ჰყავს“ – Tuttosport-ის სტატია ხვიჩაზე
„ნაპოლის ახალი სუპერგმირი ჰყავს“ – Tuttosport-ის სტატია ხვიჩაზე