„ამას არ ველოდით“
„ამას არ ველოდით“
ბრაზილია მეოთხედფინალშია
ბრაზილია მეოთხედფინალშია
გმირი ხორვატიიდან
გმირი ხორვატიიდან
ნეიმარი ბრუნდება
ნეიმარი ბრუნდება
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
იბრა ბრუნდება
იბრა ბრუნდება
დოლიძის გამარჯვება
დოლიძის გამარჯვება
3 თვეს გამოტოვებს
3 თვეს გამოტოვებს
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
არგენტინა მეოთხედფინალშია
არგენტინა მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ყველაფერი გაირკვა
ყველაფერი გაირკვა
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
რა მოხდა რეალურად
რა მოხდა რეალურად
გულის შეტევა დამემართებოდა
გულის შეტევა დამემართებოდა
5 წუთში წავაგეთ
5 წუთში წავაგეთ
ფლიკის კომენტარი
ფლიკის კომენტარი
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
ბოდიში მესის
ბოდიში მესის
სამშობლო ან ბუნდესლიგა - რონალდუს ორი ახალი ვარიანტი აქვს
Aa Aa
16 აგვისტო 2022  |  17:00

სამშობლო ან ბუნდესლიგა - რონალდუს ორი ახალი ვარიანტი აქვს

ცნობილია, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს. 12 აგვისტოს, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი აღარ წავიდოდა, მაგრამ ზუსტად 1 დღის შემდეგ, ინგლისური გრანდი „ბრენტფორდთან“ 0:4 განადგურდა და სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

AS-ის ინფორმაციით, ვეტერანი თავდამსხმელი სრულ იზოლაციაშია და თანაგუნდელებთან კომუნიკაციას არ ამყარებს. გლეიზერები კი თვლიან, რომ რონალდუს ეს დამოკიდებულება სრულიად ზედმეტი და მიუღებელია. აქედან გამომდინარე, „იუნაიტედი“ მის გაშვებას დათანხმდა.

აღნიშნული წყარო წერს, რომ კრიშტიანუს ახლა ორი ვარიანტი აქვს. პირველ რიგში, საუბარი „დორტმუნდის ბორუსიაზეა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის და მათი ახალი თავდამსხმელი სებასტიან ალე სიმსივნეს ებრძვის. აქედან გამომდინარე, გერმანულ გუნდს ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება.

მეორე ვარიანტი კი სამშობლოში დაბრუნებაა. ლისაბონის „სპორტინგი“ რონალდუს მისაღებად მზად არის, თუმცა აქ მთავარი დაბრკოლება მისი ხელფასი იქნება, თუმცა გასული სეზონის პორტუგალიის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გუნდი ამისთვისაც მზად არის.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ვარსკვლავმა საფეხბურთო კარიერა სწორედ ლისაბონურ კლუბში დაიწყო და სერ ალექს ფერგიუსონმა სწორედ „სპორტინგში“ თამაშისას შენიშნა. ასევე შეგახსენებთ, ჟორჟე მენდეშმა კრიშტიანუ „ატლეტიკოს“, „ჩელსის“, „ბაიერნს“ და „პარი სენ ჟერმენს“ შესთავაზა, თუმცა ყველა გუნდმა რონალდუს ტრანსფერზე უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
საქმეში რამოსი ჩაერია - მბაპეს და ნეიმარის კონფლიქტი დასრულებულია
საქმეში რამოსი ჩაერია - მბაპეს და ნეიმარის კონფლიქტი დასრულებულია