19 წლამდელები ჩეხეთთან დამარცხდნენ
Aa
Aa

19 წლამდელები ჩეხეთთან დამარცხდნენ

ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა, ჩეხეთთან მატჩში დასანანი მარცხი იწვნია - 0-2.

ტაქტიკური თვალსაზრისით მეტოქემ პირწმინდად დაგვჯაბნა. სამწუხაროდ, გიორგი ყიფიანს არ აღმოაჩნდა გეგმა ბე. მეტოქემ ჩვენი თამაში შეისწავლა და მარტივად მოახდინა ჩვენი განეიტრალება.

ტაიმის მიწურულს, სტანდარტიდან ტრადიციული "ქართული" გოლი გავუშვით. მეორე ნახევარშიც ასევე სტანდარტიდან გაგვიტანეს. დაცვაში კონცენტრაციის ნაკლებობამ და მოდუნებამ ჩვენს კარში მეორე გოლი მოიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩეხები განსაკუთრებით მჭიდროდ მეურვეობდნენ გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელსაც 90 წუთის მანძილზე ფაქტიურად არაფერი გაუკეთებია.

იმედია, რომ ეს მარცხი ჩვენი ბიჭებისთვის გაკვეთილი გამოდგება და სამომავლოდ, ეს ნიჭიერი თაობა თავის სიტყვას მაინც იტყვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები