სამუ კასტილიეხო
Aa
Aa

სადებიუტო მატჩის დროს მოხდა - მამარდაშვილის თანაგუნდელი გაძარცვეს

ლა ლიგის 2022-23 წლების სეზონის პირველ ტურში „ვალენსია“ „ჟირონას“ დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. „ღამურების“ ახალწვეულმა, სამუ კასტილეხომ „ჩეს“ მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა, თუმცა მატჩიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ესპანელ ფეხბურთელს განწყობა რადიკალურად შეეცვალა.

„მესტალიადან“ საკუთარ სახლში დაბრუნებულმა კასტილეხომ აღმოაჩინა, რომ მატჩის მიმდინარეობისას გაუძარცვავთ. Marca-ს ცნობით, დამნაშავეებმა ისარგებლეს იმით, რომ ფეხბურთელი და მისი ნათესავები „მესტალიაზე“ იმყოფებოდნენ და კასტილეხოს სახლი გაძარცვეს.

სამართალდამცველებმა ამ საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყეს. 27 წლის შემტევის თქმით, მან „მატერიალური, პერსონალური და სენტიმენტალური ზიანი მიიღო“. კასტილეხომ სოციალურ ქსელებში მისი სახლის ამსახველი ვიდეო გაავრცელა და გულშემატკივრებს მომხდარის შესახებ აუწყა.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ვალენსიას“ მატჩისას „ღამურების“ ფეხბურთელს ძარცვავენ. Marca-ს ცნობით, კლუბმა ზომები მიიღო, რათა მსგავსი რამ არ განმეორდეს. გეტყვით იმასაც, რომ გიორგი მამარდაშვილის გუნდის მომდევნო გაჩერება „სან მამესია“, სადაც „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
,,ინსინიეს მსგავსი უმალ ვერ გახდება`` - იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე
,,ინსინიეს მსგავსი უმალ ვერ გახდება`` - იტალიის ნაკრების ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე