თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, თად მაკფადენი
Aa
Aa
10 აგვისტო 2022  |  10:04

„საქართველოსთან შეცდომის დაშვება არ შეიძლება“ - იტალიურ პრესაში ზუროსის გუნდზე წერენ

27 აგვისტოს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გამართავს და იტალიას დაუპირისპირდება. იტალიურმა საკალათბურთო ვებგვერდმა, Pianetabasket-მა ამ მატჩს სტატია მიუძღვნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოსთან მატჩში შეცდომების დაშვება აკრძალულია! საწყისი ფაზის პირველ ადგილზე დასრულების შემდეგ, იტალია გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. თორნიკე შენგელიას ნაკრები აღზევების გზაზე მყოფი გუნდია, რომელმაც 4 ივლისს, ესპანეთი დაამარცხა.

ქართველთა მთავარი ვარსკვლავი, რა თქმა უნდა, შენგელიაა. ვირტუს ბოლონიას მძიმე ფორვარდი, რომელმაც გასულ სეზონში ევროთასი მოიგო და გუნდს ევროლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა. აძურისთვის მოულოდნელ საფრთხედ შესაძლოა, ნატურალიზებული ამერიკელი, თად მაკფადენი იქცეს, რომელსაც ევროპულ ქვეყნებში თამაშის გამოცდილება აქვს და ამჟამად ესპანეთში ასპარეზობს. ამასთან, ჩვენი კალათბურთის ძველ მეგობრებს, გიორგი შერმადინსა (კანტუ) და დუდა სანაძესაც (პისტოია) ვიხილავთ“, - წერს იტალიური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებთან მატჩამდე, ილიას ზუროსის გუნდი ნიდერლანდებს დაუპირისპირდება და გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მატჩი 24 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება და საქართველოს ნაკრები მასპინძლის რანგში იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე ყარაბაღში? - აზერბაიჯანის ჩემპიონს ბუდუ შესთავაზეს
ზივზივაძე ყარაბაღში? - აზერბაიჯანის ჩემპიონს ბუდუ შესთავაზეს