ბარსელონა, რობერტ ლევანდოვსკი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

„როდესაც Hala Madrid-ის შეძახილები გავიგე, ძალიან გამეცინა“ - ლევანდოვსკის ვრცელი ინტერვიუ

კატალონიის „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი ვრცელი ინტერვიუ ადგილობრივ ტელევიზია Sport1-ს მისცა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

პოლონელმა ფეხბურთელმა „ბაიერნის“ სავარჯიშო ბაზაზე ბოლო ვიზიტი გაიხსენა და ასევე, განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება ესპანეთის ჩემპიონატში.

რას ამბობს ლევანდოვსკი:

კარგად მესმის, რომ ჩემმა გადაწყვეტილებამ „ბაიერნის“ ბევრი გულშემატკივარი გაანაწყენა და ამის გამო მხოლოდ ბოდიშის მოხდა შემიძლია. იმ პერიოდში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გააზრება, რომ ცვლილებებისთვის და ახალი გამოწვევისთვის მზად ვიყავი. ყველანი ადამიანები ვართ და ერთმანეთის გადაწყვეტილებების კარგად უნდა გვესმოდეს. 12-წლიანი გერმანული კარიერის შემდეგ ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ცხოვრების ეს ეტაპი უნდა დასრულებულიყო. რა თქმა უნდა, ამ ფაზაში „ბაიერნისთვის“ ჩემი გაყიდვის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, სიტუაცია ყველა მხარისთვის რთული იყო და საუკეთესო გამოსავალი უნდა გვეპოვა. მე ცვლილება მჭირდებოდა და ეს სხვა ქვეყნის სხვა კლუბში წასვლას ნიშნავდა. ახლა თავს პატარა ბავშვივით ვგრძობ, რომელსაც ახალი სათამაშო აქვს.

როდესაც სავარჯიშო ბაზაზე უკანასკნელად მივდიოდი, თავს უცნაურად ვგრძნობდი. ეს კლუბი და ქალაქი ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩემი ორი ქალიშვილი მიუნხენში დაიბადა და იქ იზრდებოდნენ. ამ ქალაქში ყველას დავემშვიდობეთ, ჩემი გოგონას საბავშვო ბაღშიც ვიყავით მისულები. ის რასაც მე და ბაიერნმა ამ 8 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვერავინ წაგვართმევს. ყოველთვის დიდი სიამაყით გავიხსენებ „ვოლფსბურგთან“ გატანილ 5 გოლს, ან ჰანსი ფლიკის მწვრთნელობის დროს ბუნდესლიგაში გატანილ 41 ბურთს... ეს მშვენიერი მომენტები იყო.

ყოველთვის მინდოდა ლა ლიგაში თამაში, ბარსელონას წინადადება კი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იყო. როდესაც მათი შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია. „ბარსა“ ჩემთვის ერთადერთი რეალური ვარიანტი იყო.

რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ ბაზის დატოვებისას გულშემატკივრებისგან წამოსული შეძახილები - „Hala Madrid“ გაიხსენა.

ეს გავიგე და გამეცინა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩემს სახელს ყვიროდა. ეს სასიამოვნო იყო. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მიუნხენის ქუჩებში არაერთ გულშემატკივარს შევხვდი, რომლების ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდნენ და წარმატება მისურვეს.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონაში“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ მიმდინარე წლის ივლისში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლონელმა ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ბაიერნში“ გატარებული 8 წლის განმავლობაში კი ლევანდოვსკიმ 375 მატჩში 344 გოლი გაიტანა და 72 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსა მზადაა დეპაი უფასოდ გაუშვას - კლუბს მის მიმართ ერთი მოთხოვნა აქვს
ბარსა მზადაა დეპაი უფასოდ გაუშვას - კლუბს მის მიმართ ერთი მოთხოვნა აქვს