ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

როი კინი: „ჰოლანდი 30 ან 40 გოლს გაიტანს, წარმატებები მის წინააღმდეგ მოთამაშე მცველებს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, როი კინმა ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა. „წითელი ეშმაკების“ ლეგენდამ ნორვეგიელი თავდამსხმელი შეაქო და განაცხადა, რომ ის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 30 ან 40 გოლს გაიტანს.

„ხალხს ეჭვი ეპარებოდა და ვიღაცები თვლიდნენ, რომ ჰოლანდი პრემიერ ლიგასთან სწრაფ ადაპტაციას ვერ გაივლიდა, მაგრამ მან უმაღლესი ოსტატობა გამოავლინა და ბრწყინვალე გარბენები შემოგვთავაზა. მას მომენტები აუცილებლად ექნება და ამაში ვესტ ჰემთან შეხვედრაშიც დავრწმუნდით.

ამბობენ, რომ ის 20-ზე მეტ გოლს გაიტანს, მაგრამ ჰოლანდი პენალტებსაც ასრულებს. ასე რომ, მგონია, მას 30 ან 40 გოლი დაუგროვდება. თუ იგი ტრავმებს გადაურჩება, მისი თანაგუნდელებიდან და გუნდიდან გამომდინარე, მომენტებს აუცილებლად მიიღებს და წარმატებები იმ მცველებს, რომლებიც მის წინააღმდეგ იასპარეზებენ. იგი მოედანზე კრიშტიანუ რონალდუს მსგავსად გადაადგილდება. პორტუგალიელის მსგავსად, მას არ სურს, თამაშის მიმდინარეობის განსაზღვრაში აქტიურად ჩაერიოს, მაგრამ როცა საქმე საჯარიმოში მუშაობას ეხება, ძალიან აქტიურია“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის სადებიუტო შეხვედრაში ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა. ნორვეგიელმა ანგარიში 36-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, ხოლო 65-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა უზბეკ ფეხბურთელადაა მოხსენიებული - ANSA-ს სერიოზული შეცდომა
კვარა უზბეკ ფეხბურთელადაა მოხსენიებული - ANSA-ს სერიოზული შეცდომა