მსოფლიო ჩემპიონატი - ქერდიკაშვილი და ყაველაშვილი ნახევარფინალში არიან
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი - ქერდიკაშვილი და ყაველაშვილი ნახევარფინალში არიან

კანადაში, კერძოდ ქალაქ ჰალიფაქსში ნიჩბოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც სამი ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს. დღეს, შესარჩევ გაცურვებში მონაწილეობა მარიამ ქერდიკაშვილმა და ბადრი ყაველაშვილმა მიიღეს და ნახევარფინალის საგზურები მოიპოვეს.

მარიამმა მეოთხე პოზიცია დაიკავა და ხვალ კიდევ ერთ გაცურვას გამართავს. ყაველაშვილს რაც შეეხება, ბადრი პირდაპირ ფინალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მესამეადგილოსანს წამის მეასედებით ჩამორჩა და ნახევარფინალურ გაცურვაში გამოვა.

ცნობისთვის, ყველა ფინალისტის ვინაობა ხვალ გაირკვევა. ქერდიკაშვილის გაცურვა თბილისის დროით, 21:40-ზეა დაანონსებული, ხოლო ბადრის ასპარეზობას 21 საათსა და 50 წუთზე ვიხილავთ. გეტყვით იმასაც, რომ მარიამისა და ბადრის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ზაზა ნადირაძეც ასპარეზობს. ამ უკანასკნელმა შესარჩევ გაცურვაში მე-3 ადგილი დაიკავა და ფინალში გადავიდა, ფინალი 6 აგვისტოს, 18:03 დაიწყება!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილი სერია A-ში? - ქართველით იტალიური კლუბია დაინტერესებული
ლოჩოშვილი სერია A-ში? - ქართველით იტალიური კლუბია დაინტერესებული