კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

წასვლა 7 აგვისტომდე სურს - ახალი ინფორმაცია რონალდუზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს „ოლდ ტრაფორდის“ დატოვება ახალი სეზონის გახსნით მატჩამდე სურს. ამ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა, AS-ი ავრცელებს და მიზეზებზეც გვესაუბრება.

როგორც ირკვევა, პორტუგალიელი თვლის, რომ მისთვის უჩვეულო იქნება, სეზონი ერთ კლუბში დაიწყოს და შემდეგ სხვაგან გადავიდეს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ რონალდუს მსურველი ფაქტობრივად არ ჰყავს. მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში აქტიურად მუშაობს, მაგრამ კონკრეტული ვარიანტის გამონახვასაც ვერ ახერხებს.

AS-ის ცნობით, მენდეშს სხვადასხვა დროს მოლაპარაკებები ბარსელონასთან, ჩელსისთან, ატლეტიკოსთან, ნაპოლისთან და ბაიერნთან ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერც ერთთან მიაღწია. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისთვის“ სეზონი 7 აგვისტოს დაიწყება და პრემიერ ლიგის ეგიდით, „ბრაიტონს“ დაუპირისპირდება. ასე რომ, რონალდუს ბევრი დრო აღარ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ Daily Mail-ის ცნობით, პორტუგალიელს „იუნაიტედთან“ კონტრაქტის გაწყვეტა და ახალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა სურს. მისი აგენტი ჟორჟე მენდეში 1-წლიან იჯარასაც ითხოვს, რომ როგორმე მისმა კლიენტმა წასვლა შეძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 ახალგაზრდა, ვისაც თვალი უნდა ვადევნოთ - კვარა გავისა და სხვების გვერდით
5 ახალგაზრდა, ვისაც თვალი უნდა ვადევნოთ - კვარა გავისა და სხვების გვერდით